ბექა კობახიძე: რა ხდება ახლა: როგორც კრემლის იდეოლოგმა დუგინმა თქვა, 2008 წელს თბილისი რომ აგვეღო …

“რასაც ახლა დავწერ, ამის დამადასტურებელი საბუთები შეიძლება ათწლეულების შემდეგ იპოვონ ისტორიკოსებმა არქივებში. ახლა ამ საბუთს ვერავინ მოიტანს, მაგრამ მე ბოლო ორი ათწლეულის პოლიტიკაზე დაკვირვების შედეგად ვიტყვი შემდეგს:
პუტინს ძალიან მძიმე რეაგირება ჰქონდა სადამ ჰუსეინის ჩამოხრჩობაზე, კიდევ უფრო მძიმე კადაფის ლინჩის წესით მოკვლაზე. ამაში ის საკუთარ თავს ხედავდა. მისი არაერთი ბიოგრაფი ამბობს, რომ 2012 წლიდან ავტორიტარიზმის რადიკალიზაცია ამ ორი დიქტატორის მოკვლით გამოწვეულმა შიშმა განაპირობაო. ოქსფორდში ვესწრებოდი იმ პერიოდში რუსეთში ამერიკის ელჩის – მაიკლ მაკფოლის გამოსვლას, რომელმაც თქვა, რომ კადაფის მოკვლის შემდეგ პუტინი ძალიან გარადიკალდაო.
ასევე, უნდა გავიხსენოთ, 2008 წლის აგვისტოში, როდესაც თბილისის აღება და “რეჟიმ ჩეინჯი” უნდოდა, კონდოლიზა რაისს სწორედ ამ ტექსტით დაურეკა ლავროვმა, რომ თქვენ რაც ერაყში გააკეთეთ იმას ვაკეთებთ ჩვენ თბილისშიო. იმავე დღეებში სარკოზის უთხრა პუტინმა, რომ “სააკაშვილს ყვერებით დავკიდებ”-ო და აქ ის ფიზიკურად ამის გაკეთებას გულისხმობდა.
2009 წელს ჩამოვიდა თბილისში და სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გიული ალასანიას დაახლოებით ასეთი რამ უთხრა (ზუსტი ციტატა არ მახსოვს) “გაუფრთხილდით თქვენს შვილს, ჩვენ ის გვჭირდება”.
რას ნიშნავდა მთელი ეს კონტექსტი და რატომ უთხრა ეს სიტყვები ბაიდენმა პრეზიდენტის დედას?
პუტინი შეჯიბრში არის დასავლეთთან და თუ დასავლეთმა “მისიანი” ორი დიქტატორი მოკლა, “ნაცვალგებისთვის” დასასჯელები არიან ს “ახლო საზღვარგარეთში” მყოფი “ამერიკის ხელდებული” ლიდერები, რათა რუსეთმა თავი თანასწორად იგრძნოს. ამიტომ, სააკაშვილზე იყო და იქნება ნადირობა.
იგივე ეხება ზელენსკისაც: რაც ცნობილია, 2022 წლის თებერვალ-მარტში ზელენსკის მკვლელობის რამდენიმე მცდელობა იყო.
რა ხდება ახლა: როგორც კრემლის იდეოლოგმა დუგინმა თქვა, 2008 წელს თბილისი რომ აგვეღო ასეთ საქართველოს გავაკეთებდით, როგორსაც თბილისის აუღებლად აკეთებს ქართული ოცნებაო. დიახ, ზუსტად ეს არის პროექტი და კონტრაქტი. ივანიშვილმა ისე უნდა “დაარეფორმოს” საქართველო, რომ პუტინს “რეფორმირებისთვის” ჯარით შემოსვლა არ დასჭირდეს. ამ პროექტის ნაწილია ის, რომ სააკაშვილი უნდა იჯდეს ციხეში და “ნიურნბერგის პროცესი” უნდა მოუწყონ ნაციონალურ მოძრაობას, როგორც “ომში დამარცხებულ ფაშისტურ ძალას” და ამავე პროექტის ნაწილია ის ბოდიში, რომელიც ივანიშვილმა გორში წარმოთქვა. ეს იქნება ჩვენი “დენაციფიკაცია”, ხოლო “დემილიტარიზაცია” ქოცებმა უკვე გააკეთეს.
აი, დააკვირდით: არც რუსული კანონი, არც გორში წარმოთქმული ბოდიში და არც “რეჟიმის გასამართლება” შიდა პოლიტიკურად არაფერში აწყობდათ და აწყობთ ქოცებს. თუმცა, ეს საკითხები ზედმიწევნით თანხვედრაში მოდის პუტინის ხედვებთან. ყველა ეს საკითხი კრემლის უშუალო დავალებაა და არის იმ “კონტრაქტის” ნაწილი, რომელიც ქართულმა ოცნებამ რუსებს უნდა შეუსრულოს.
დღემდე ვერავინ ხსნის რა მოუტანა ქართულ ოცნებას ერთი წლის წინ რუსული კანონის შემოტანამ. თუმცა, ბევრი არავინ აკეთებს zoom out-ს და იმის დანახვას, რომ საქართველოში, ყირგიზეთში, ოკუპირებულ აფხაზეთში და პრორუსულ რეპუბლიკა სრპსკა-ში ერთდროულად მოხდა ამ კანონის ფორსირება. რანაირად და რატომ ერთდროულად თუ არა ამ საქმის კრემლიდან ორკესტრირება?
გორში ნათქვამმა ბოდიშმა რა მოიტანა ივანიშვილისთვის, გარდა თავის ტკივილისა? თუმცა ამ ბოდიშის ადრესატები ჩვენ არ ვყოფილვართ, რუსების გასაგონად ითქვა ეს.
ახლა, გაქანებული პოლიტიკური კრიზისისას, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს რომ დაიბარებენ “საპარლამენტო კომისიაში”, ისინი რომ არ მივლენ და ათეულობით პოლიტიკოსის ციხეში ჩასმა რომ მოუწევთ ქოცებს, ეს მათ ცხოვრებას გაადვილებს შინ და გარეთ? რაში აწყობდათ ეს? არაფერში, მაგრამ დავალებას ასრულებენ.
ასეა ეს ამბავი, საქართველო სრულად არის ოკუპირებული. საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს და ლაგუნა ვერესთან მიმდინარე მშენებლობას არ გაგიკონტროლებს რუსეთი, მაგრამ საგარეო პოლიტიკაში და შიდა პოლიტიკის სტრატეგიულ საკითხებში ქოცებს სუვერენიტეტი დაკარგული აქვთ. ესე იგი, საქართველო, როგორც სახელმწიფო, არის შეზღუდული სუვერენიტეტის მქონე ქვეყანა,”  –  წერს სოციალურ ქსელში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ბექა .