ბექა კობახიძე: ასეთი სასტიკი დამპყრობელი საქართველოს სამიათასწლოვან ისტორიაში ალბათ კიდევ ერთი ყავდა – შაჰ აბასი

“დღეს / Irakli Kobakhidze-მ უზბეკეთში პატივი მიაგო თემურ ლენგის ძეგლს. ასეთი სასტიკი დამპყრობელი საქართველოს სამიათასწლოვან ისტორიაში ალბათ კიდევ ერთი ყავდა – შაჰ აბასი.
თუ იცით 12 აგვისტო, დიდგორის ბრძოლის დღე რატომ არაა დასვენების დღე და ეროვნული დღესასწაული? იმიტომ რომ თურქეთია ამის წინააღმდეგი, თურქ-სელჩუკებთან გამარჯვებას ეროვნულ დღესასწაულად ვერ გამოაცხადებთო.
2021 წელს ერთი გრამი არაფრით აღინიშნა საბჭოთა ს მიერ საქართველოს ოკუპაცია. რატომ? იმიტომ რომ რუსეთს არ უნდოდა ეს.
შარშან იმავე მიზეზით არ აღინიშნა არც 1924 წლის აჯანყების 100 წლისთავი.
ხინკალი, ხაჭაპური, წინწყარო, ღვინო, ფეხბურთი, იოანე ზოსიმე – ეს ნაციონალიზმის ის ლიმიტებია, რომელიც სსრკ-მ დაგვიწესა. დამოუკიდებელ საქართველოში უთავმოყვარეო და უზურპატორმა ხელისუფლებამ ხელახლა დაგვიწესა იგივე.
რატომ არიან ესენი რუსები? ამიტომ!” – წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი, პროფესორი ბექა .
ცნობისათვის, ირაკლი მ უზბეკეთში ვიზიტის დროს, უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მონუმენტი, სადაც თემურლენგის ქანდაკებაცაა, გვირგვინით შეამკო – ფოტოს საქართველოს მთავრობა სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – ვიღაცას პოლიტიკური პროცესი იარლიყების მიკერება ჰგონია! – ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ ხელისუფლებას ადგილობრივ არჩევნებშიც დავამარცხებთ, პარლამენტის ახალი არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება გაძლიერდება

ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, დაკავებული გემის, Madleen-ის მგზავრებს, რომელთა შორის გრეტა თუნბერგი და ევროპარლამენტარი რიმა ჰასანიც არიან, 7 ოქტომბრის თავდასხმების ამსხველ ვიდეოჩანაწერს აჩვენებენ