ბექა კობახიძე: ამას მე არ ვამბობ, დღეს ყაველაშვილის სახელით ქოცებმა თქვეს

ისტორიკოსი, პროფესორი, ბექა კობახიძე:
ყაველაშვილის სახელით გაკეთებული განცხადების გამარტივებული თარგმანი:
მძევლები ავიყვანეთ და გავათავისუფლებთ თუ ჩვენს პირობებს შეასრულებთო.
დაუწერელი წესია, რომ ტერორისტების მოთხოვნა არასდროს არ უნდა შეასრულო, რადგან ამას მოყვება კიდევ უფრო ხშირად კიდევ უფრო მეტი მძევლის აყვანა. მისი მოთხოვნის შესრულება ახალისებს ტერორიზმს.
რა არის მოთხოვნა: საერთაშორისო არაღიარება სტკივათ და ეს არაღიარება გაგრძელდება მანამ, სანამ ოპოზიციური სპექტრი ერთხმად დგას არაღიარების რეჟიმში. ოპოზიცია რომ ადგეს და აღიაროს, ვინღაა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ან ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ არ აღიაროს?
ბევრს საუბრობენ ოპოზიციის უმწეობაზე, მაგრამ კარგად დააკვირდით და დაინახავთ, რომ ამათი აღიარების საკითხი ოპოზიციის ხელშია და სწორედ არაღიარების გამო სხედან ციხეში. ამას მე არ ვამბობ, დღეს ყაველაშვილის სახელით ქოცებმა თქვეს.
ასე რომ, არაღიარების გაგრძელება არის ერთადერთი სწორი გზა.
ქოცებს თუ აღიარება უნდათ, ეს უნდა მოხდეს არა მძევლების დატყვევების, არამედ არსებითი და ხელშესახები დემოკრატიული დათმობების ხარჯზე

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილება სწორია და ამას მხარს ვუჭერ – საერთო, ნეიტრალური კანდიდატები უნდა დავაყენოთ – რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მათი დამოკიდებულება არ მაინტერესებს

“ვინც დარჩებით ლელოში, მინდა დღესვე იცოდეთ, ხართ მზად ეომოთ საკუთარ ხალხს? ხართ მზად პატიმრებს ეჩხუბოთ? ხართ მზად აქტივისტებზე იძალადოთ გასაჩუმებლად? მზად ხართ ქოცების სანქციები დაამუხრუჭოთ?”