ბესიკ ხარანაული: ეს ბავშვები მიღვიძებენ გაქცევის სურვილს

“ეს ბავშვები მიღვიძებენ გაქცევის სურვილს“ | ბესიკ ხარანაულის ახალი ლექსი
“მგლები შეივრდომებენ
ტყეში დაგდებულ ბავშვს –
გამომიცდია.
ველზე დაგდებულს
არწივები მხარს დააფენენ –
გამომიცდია.
ადამიანები შეაგინებენ,
ღორები დაგლეჯენ –
გამომიცდია…
ეს ბავშვები მიღვიძებენ გაქცევის სურვილს,
მინდა, ხელი მოვხვიო და გადავიკარგო,
რომ ვუყურებ ამ დიდ ღორებს, მეშინია,
არ შემიჭამონ.
ადამიანს რად უნდა ბავშვები,
უნდა ჩიჩქნოს მიწა და ჭამოს ბავშვები.
და მეც, თუკი რამე კარგია ჩემში –
ბავშვი რომ ვიყავ.
თუ ნაძიძგნი ვარ – ღორებისგან,
თუ ნაგინები – ადამიანისგან.
ეს ბავშვები მიღვიძებენ გაქცევის სურვილს,
მინდა, ხელი მოვხვიო და გადავიკარგო.
ადამიანებს რად უნდათ ბავშვები,
ადამიანებმა უნდა ჭამონ ერთმანეთი.
ეს ბავშვები მიღვიძებენ გაქცევის სურვილს,
რადგან არ ვიცი,
როდის დაიწყებს დედამიწა ბავშვების ჭამას –
ხალხებში და კონფესიებში
იმდენია ჩლიქოსანი ცერზე შემართული.
დაყურებს ზეცა დედამიწას, როდის გაბრაზდება,
როდის მოხვევს ფრთებს არწივივით,
და, დაიკარგება,
მაგრამ ტყვეა მიწა ღორების.
მინდა, ხელი მოვხვიო ბავშვებს,
რომ არ შემიჭამონ,
მინდა, ფრთებზე შევისხა და გადავიკარგო“

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება რეპრესიების გაგრძელებაა – რაც შეეხება სააკაშვილს, გასაკვირი არაა ერთ-ერთი პოლიტპატიმარი ასევე იყოს ციხეში, როცა ფაქტობრივად ყველა ოპოზიციონერი ლიდერი დაპატიმრებულია

გიორგი კახიანი – გაუგებარი იყო სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა, როდესაც იგი სრულიად ჯანმრთელად გამოიყურებოდა – განცხადებები, რომ ეს დასჯის მცდელობაა, მოსალოდნელი იყო, სინამდვილეში, ის ხდება, რაც კანონითაა გათვალისწინებული