ბესიკ ლაგვილავა: ამასობაში საქართველოში განსახილველი გახდა არათუ ის თუ ვინ დაიწყო ომი ე.წ.სამხ.ოსეთში, არამედ ისიც, ვინ დახოცა 1989 წლის 9 აპრილს ხალხი რუსთაველის გამზირზე

“დღის ქრონიკები 10.04 .2025
მსოფლიო ლიდერები ტრამპის ტრაკის საკოცნელად რიგში დგანან…. თითქოს
დილით, როცა ჯერ გარდა ჩინეთისა, უცხოეთის ქვეყნების მიმართ დაწესებული საბაჟო ტარიფების 90 დღით გადადების შესახებ და მას შემდეგ ტრამპისგან გავიგე, რომ მსოფლიო ლიდერები მისი ტრაკის საკოცნელად რიგში დგანან, გამახსენდა… მსოფლიო ისტორიას რამდენიმე შემთხვევა ახსოვს, როცა ქვეყნის მეთაურმა ომი გამოუცხადა სხვა ქვეყანას და მეორე დღეს, ეს ომი უომრად დამთავრდა!
პირველი ანეკდოტური გამარჯვება იყო, როცა კალიგულამ ჯერ გერმანულ ტომებზე, შემდეგ ბრიტანეთზე გაილაშქრა და თავი ისე გამოაცხადა ორთავე ბრძოლაში გამარჯვებულად, რომ რადგან დღევანდელი გერმანიის ტერიტორიაზე არავინ დახვდა, ვისთანაც ომი შეიძლებოდა ჰქონოდა და საკუთარი მეომრები გადააზავნა მდინარის მეორე ნაპირზე, თითქოს გერმანელები იყვნენ და შემდეგ ისინი გააქცია ვითომ, ხოლო ბრიტანეთში ფეხიც არ დაუდგამს და მისი ბრიტებზე გამარჯვების დასტურად ალაფის სახით მოპოვებული ოქრო ვერცხლი კი არა, მისი ლეგიონერების მიერ დღევანდელი საფრანგეთის სანაპიროებზე ,მოგროვებული ნიჟარები წამოიღო…. ამის შემდეგ კალიგულამ საკუთარ თავს “გერმანიკუსი” და “ბრიტანიკუსი” უწოდა…
მეორე ასეთივე ომი იყო,როცა უგანდის პრეზიდენტმა იდი ამინმა ომი გამოუცხადა ამერიკას და რადგან მის ამ სულელურ განცხადებაზე პასუხიც ვერ მიიღო, მეორე დღეს თავი ამერიკასთან ომში გამარჯვებულად გამოაცხადა და გენერალი სიმუსის ტიტულიც მიითვისა…
ტრამპმა ტარიფების ომი გამოუცხადა დანარჩენ მსოფლიოს და თუმცა, ამით ბევრს ვერაფერს მიაღწია აზიის ბირჟებზე კომპანიების კაპიტალიზაციის შემცირების გარდა: თუმცა ამ სავაჭრო ომის პირველი დღის შედეგები იმდენად მძიმე დარტყმა გამოდგა თავად ამერიკული კომპანიებისთვის, რომ უკან დაიხია,სანქციების ამოქმედება შეანელა და “მსოფლიო ლიდერებს მის ტრაკზე საკოცნელად 90 დღე მისცა, თავი კი ყველა დროის ყველაზე ძლიერ, დაუმარცხებელ ლიდერად გამოაცხადა.( ნუ გამკილავთ სიტყვა “ტრაკის”ხშირი ხსენებისთვის.. მე მხოლოდ ტრამპის ზუსტ ციტირებას ვახდენ!)…
ახლა მიმდინარეობს ამ სასაცილოსთან ერთად დრამატული ერთდღიანი ტარიფების ტრამპუს-ტარიფიკუსის დიად გამარჯვებად გამოცხადების მცდელობა…
მაგრამ ტრამპზე დიდ პრეზიდენტს აბრაამ ლინკოლნს უთქვამს – “თქვენ შეგიძლიათ მოატყუოთ ხალხის ნაწილი მუდმივად და ზოგჯერ მთელი ხალხიც მცირე ხნით, მაგრამ შეუძლებელია მთელი ხალხის მუდმივად მოტყუება.”
ტრამპი დაიკავებს მის ადგილს ისტორიაში გამარჯვებათა ცნობილ მისტიფიკატორთა შორის.. კალიგულა – “ბრიტანიკუს, გერმანიკუსი”, იდი ამინი -გენერალისიმუსი, ტრამპი პრეზიდეტ – ტარიფიკუსი…
ჭეშმარიტად შეუცნიბელ არიან გზანი შენნი უფალო…
ამასობაში საქართველოში განსახილველი გახდა არათუ ის თუ ვინ დაიწყო ომი ე.წ.სამხ.ოსეთში, არამედ ისიც, ვინ დახოცა 1989 წლის 9 აპრილს ხალხი რუსთაველის გამზირზე.
მგონი ამ საკითხზეც აპირებენ კომისიის შექმნას, რადგან თურმე “9 აპრილი არის დღე, როდესაც უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ”;
ნეტა ვინ იყო ეს “უცხოური ძალა”? თურქები, სპარსები, ამერიკელები, რუსები… “უცხოური ძალის” ქვეშ შესაძლოა ბევრი სხვა სახელმწიფოც ვიგულისხმოთ…
ბევრი იტყვის, უბრალოდ დიპლომატიური მოქნილობა გამოიყენა პრემიერმაო და ამიტომ არ ახსენა ო, მაგრამ ვისაც ეს “დიპლომატია” ჰგონია და ჰგონია, ასეთი “დიპლომატიით” რუსულ პელმენებს, ოკროშკას და ასეტრინის მწვადს გვაჭმევენ ყოველდღე, იმათ გასაგონად ვიტყვი – მოემზადეთ ‘წყალწყალა უხორცო ბორშის სახვრეპად, რომელშიც კარტოფილიც კი არარის,რადგან რუსეთს კარტოფილიც ვერ მოუყვანია მსთვის საკმარისი!ხოლო დიპლომატია პირველ რიგში პრინციპებია!
და მეორეც, ქართულ პროპაგანდონულ სივრცეში გაჩნდა ხალხი, რომელიც სერიოზულად ამტკიცებს, რომ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია ამერიკის და ევროპული ქვეყნების წაქეზებით მოხდა!
ეს ის ტვინთხელი ხალხია, ვისაც ბიბლიური ჭეშმარიტებანი ჰგონია მოსკოვში ჩეკას ძველ ოფისში ლუბიანკა 2-ზე დაწერილი ყველა,”ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო “შეთქმულების თეორიები”! “იუდეურ-მასონური, “ანგლოსაქსური”.”იუდეურ -ბოლშევიკური, “სიონისტურ-ამერიკული” …
რატომ ჰგონიათ “კონსპირაციული თეორიების” მიმდევართ თავოიი სხვებზე ისე მაღლა რომ დარწმუნებული არიან, თავად იციან ის, რასაც სხვები ვერ ხედავენ და ვერ აანალიზებენ?!
ნუთუ კონსპიროლოგ ქართველთაგან რომელიმე ისეთი გავლენიანია, რომ იჯდა “კომიტეტ 300”-ის შეკრებაზე, იქნებ როტშილდმა ან რომის პაპმა, რომელსაც ხშირად მიაწერენ განუსაზღვრელ დაფარულ გავლენებს, უჩურჩულა ყურში რაღაც?!.
შეთქმულების თეორია არ არის მხოლოდ ვარაუდი შეთქმულების შესახებ ან ნებისმიერი საიდუმლო გეგმა, რომელიც მოიცავს ორ ან მეტ ადამიანს. ტერმინი შეთქმულების თეორია ეხება ფენომენს, რომელსაც აქვს გარკვეული მახასიათებლები. მაგალითად, შეთქმულების რწმენა უცვლელად ეწინააღმდეგება ექსპერტებისა და მეცნიერების საყოველთაოდ მიღებულ მოსაზრებას შეთქმულების თეორიათა სანდოობაზე. კონსპიროლოგებს ხელში უჭირავთ რაღაც მათ მიერ შექმნილი, სამყაროს რეალური სურათებიდან განსხვავებული თარგი, რათა მოვლენებს რაღაც კონსპირალაციული წესრიგის მსგავსება მისცენ.
ქართველ კონსპიროლოგებს ქუჩის მხატვრებივით ხელში უჭირავთ ლუბიანკა 2-ზე გაკეთებული თარგი! წარმოვიდგინოთ აბსტრაქციონისტი მხატვრის ნახატის შაბლონი, მას ადებენ კარავაჯოს ნახატზე, ზედ ხატავენ და შემდეგ იმ აბსტრაქციონისტი მხატვრივით არიან, რომელმაც მდიდარი კლიენტის პორტრეტი დახატა და როცა კლიენტმა მოსთხოვა, შეეცვალა სურათზე თვალის ფერი, ბრინჯივით დაიბნა, რადგან არ იცოდა, სად მიახატა სურათზე თვალი…
დღეს იმდენი მსგავსი ტიპის კონსპიროლოგიას გავეცანი, რომელიც ამბობდა, რომ 9 აპრილს რუსთაველზე დატრიალებული სისხლიანი ტრაგედიის შემოქმედნი იყვნენ არა რუსები არამედ… ანგლოსაქსები, სიონისტები და კიდევ თვით …რომ მივხვდი, ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ 9 აპრილის დამნაშავეებზე ლაპარაკი, როგორც “უცხოურ ძალაზე”იქით მიდის, რომ მალე რუსეთს ჩამორეცხავენ 9 აპრილს მოკლულ ქართველთა სისხლს და შეეცდებიან “დასავლეთს” წასცხონ!
თუმცა… თუმცა, მე 9 აპორლის მონაწილე ვარ და სანამ პირში სული მიდგას ხმამაღლა ვიტყვი – ქართული კომპარტაილერებს და “წითელი ინტელიგენციის” “თხოვნით”, მოსკოვის დავალებით რუსულმა ჯარმა დახოცა მშვიდობიანი ქართველ მომიტინგენი! სწორედ რუსები მიპირებდნენ მოკვლას მეც 1989 წლის 9 აპრილს!
კიდევ ვიტყვი, რომ რუსეთი ოკუპანტია, რომელიც დაინტერესებულია, რომ საქართველოს მიწაზე არასდროს იყოს მშვიდობა და კეთილდღეობა! ამიტომ, სანამ საქართველო არ მოძებნის კარგ თავაშესაფარს ამა ქვეყნის ძლიერთა ფრთქებქვეშ და არ დააბალანსებს ჩრდილოეთის სტეპების მკვიდრთა ინტერესებს, მის დასავლელ პარტნიორების მხრიდან გამოჩენილი ინტერესით, იქამდე არ იქნება საქართველოში მშვიდობა, წინსვლა და განვითარება! იქამდე გაიქცევიან ქართველები საქართველოდან, თითქოსდა მურვან ყრუს ან თემურ ლენგის ჯარები მოსდევდეთ უკან…” – წერს სოციალურ ქსელში მწერალი და ყოფილი პარლამენტარი ბესიკ ლაგვილავა.