ბერა ბრაზილიაში პირობების შესაქმნელად გაგზავნეს, იმ შემთხვევაში, თუ მამამისის ქონებას სანქციები დაემუქრება – Daily Mail-ის სტატია

ბრიტანული ტაბლოიდი, Daily Mail “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილზე და მის შვილზე, ბერა ივანიშვილზე სტატიას აქვეყნებს. გამოცემა ამბობს, რომ , რომელიც პრო-პუტინისტი მამის მრავალმილიარდდოლარიანი ქონების მემკვიდრეა, ბრაზილიაში ამზადებს პირობებს იმ შემთხვევისთვის, თუ დასავლური სანქციები “ოცნების” დამფუძნებლის ქონებას დაემუქრება.
სტატიის მიხედვით, “ვარაუდობენ, რომ ბერა ბრაზილიაში გაგზავნეს მამის ბრძანებით, თავის დაზღვევისთვის”, იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილს პუტინის მხარდაჭერა ძვირად დაუჯდება და იძულებული გახდება გაიქცეს.
გამოცემა წერს, რომ ბრაზილიაში ბერა “შესაშური ცხოვრების წესით” ცხოვრობს, გარეულია იქაური ვარსკვლავების წრეში, მაღალი დონის საფეხბურთო მატჩებს ესწრება, მილიონი დოლარი შესწირა ტროპიკული ტყის გადარჩენას.
“მაგრამ უსაფრთხოების ექსპერტები დარწმუნდნენ, რომ ბრაზილიაში მისი რეალური მიზანი არის მამამისისთვის გაქცევის გზა მოამზადოს იმ შემთხვევაში, თუ მას დასჭირდება გაქცევა თავისი სიმდიდრით, თუ მისი ალიანსი პუტინთან ჩაიშლება”, – წერს გამოცემა.
სტატიის მიხედვით, ივანიშვილი შიშობს, რომ მისი მილიარდები უსაფრთხოდ ვერ იქნება ევროპაში ან აზიაში და ამიტომ სურს ფულის ბრაზილიაში გადატანა გადაუდებელი შემთხვევისთვის.
გამოცემას წყარო ეუბნება: “აქამდე და მისი ოჯახი სანქციებს რაღაცნაირად გაურბოდნენ, მაშინ როცა მსოფლიოში სხვა ოლიგარქებს, მათ შორის რომან აბრამოვიჩს, ქონება ჩამოართვეს. მაგრამ ისმის კითხვები, დაბრუნდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში და მისი შვილის ბრაზილიაში გადასვლა შეიძლება იყოს ყოვლისმომცველი სტრატეგიის ნაწილი მათი აქტივების დასაცავად, თუ ისინი მომავალში აღმოჩნდებიან სამიზნე”.
წყაროს თქმითვე, ივანიშვილმა შესაძლოა ჩათვალოს, რომ დასავლეთი უფრო მოერიდება მის წინააღმდეგ მოქმედებას, თუ ის მაღალ თანამდებობას დაიკავებს მიმდინარე წლის ბოლოს დაგეგმილი არჩევნების შემდეგ და ეს მას კიდევ ხუთი წლით მისცემს ამოსუნთქვის საშუალებას.
სტატიაში ნათქვამია, რომ ივანიშვილი გლობალური სამხრეთის ქვეყნებს, როგორიცაა ბრაზილია, ყველაზე უსაფრთხო თავშესაფრად მიიჩნევს თავისი აქტივებისთვის – “წარსულში მან დიდი თანხა შესწირა ბრაზილიის ტყის აღდგენის ფონდს, რათა ქვეყანაში სახელი დაემკვიდრებინა”.
გამოცემა საუბრობს -ის მიერ სანქცირებული ფარცხალაძისა და ბერას შორის კავშირებზეც, “ოცნების” დამფუძნებლის შვილი ყოფილი გენპროკურორის შვილიშვილის ნათლიაა.
მთავარი არხი

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე – ერთ-ერთი ტელევიზია ისევ ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს მოსახლეობა და ქალაქ მცხეთის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის, სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება დარღვევად გაასაღოს