ბენიამინ ნეთანიაჰუ – მძევლების გათავისუფლებისთვის ნებისმიერ ფასს ვერ გადავიხდით

ს პრემიერ-მინისტრის, სა და ფინანსთა მინისტრის, ბეზალელ სმოტრიჩის განცხადებით, ისრაელი ღაზის სექტორში მყოფი მძევლების გათავისუფლებისთვის ნებისმიერ ფასს არ გადაიხდის.
ღაზაში დარჩენილი 134 მძევლის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, სმოტრიჩმა Kan Radio-ს განუცხადა, რომ მათი დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არ შეიძლება მათი ნებისმიერ ფასად გათავისუფლება.
ბეზალელ სმოტრიჩის თქმით, მძევლების გათავისუფლების გზა არის ღაზაზე სამხედრო ზეწოლის გაძლიერება და „ჰამასის“ დამარცხება.
აღნიშნული ინტერვიუს შემდეგ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც სმოტრიჩის პოზიციას იმეორებს.
„ისრაელზე დიდი ზეწოლა ხდება სამშობლოდან და საზღვარგარეთიდან, რათა შეწყვიტოს ომი, სანამ მივაღწევთ ყველა ჩვენს მიზანს, მათ შორის მიმდინარეობს ზეწოლა, მივაღწიოთ შეთანხმებას მძევლების გათავისუფლებაზე ნებისმიერი ფასის სანაცვლოდ. ჩვენ არ ვართ მზად ნებისმიერი ფასი გადავიხადოთ, რა თქმა უნდა, არც ის ბოდვითი ხარჯები, რასაც „ჰამასი“ ჩვენგან ითხოვს და რაც ისრაელის სახელმწიფოს დამარცხებას ნიშნავს“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ასევე დაგაინტერესებთ