სადაზღვევო კომპანიების 2024 წლის ფინანსური შედეგების თანახმად, დაზღვეულ საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობამ (კორპუსის დაზღვევა) 95 ერთეული შეადგინა, რაც 11-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. ინფორმაციას დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ „ბენეფიტმა“ გასულ წელს 14 საჰაერო სატრანსპორტო საშუალება დააზღვია, მაშინ როდესაც 2023 წელს დაზღვეულ საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა მხოლოდ 1 იყო.
საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის (კორპუსის დაზღვევა) რაოდენობის და მოზიდული პრემიის მიხედვით სადაზღვევო კომპანიების რეიტინგი შემდეგნაირად გამოიყურება:
სს ბბ დაზღვევა — 65 (2023 წელს 63); მოზიდული პრემია 15 231 999 ლარი;
სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია — 14 (2023 წელს 1); მოზიდული პრემია 4 786 335 ლარი.
სს სადაზღვევო კომპანია უნისონი – 11 (2023 წელს 14); მოზიდული პრემია 2 906 524 ლარი;
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი – 2 (2023 წელს 3); მოზიდული პრემია 283 463 მლნ ლარი;
სს სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი – 1 (2023 წელს 1); მოზიდული პრემია 2 717 ლარი;
სს დაზღვევის კომპანია ქართუ – 1 (2023 წელს 1); მოზიდული პრემია 339 825 ლარი;
სს სადაზღვევო კომპანია არდი — 1 (2023 წელს 1); მოზიდული პრემია 42 077 ლარი.
