“ბედნიერები ვართ, რომ ურთულეს ეპოქაში გვყავს ეკლესიის მშვიდი და ბრძენი მმართველი”- რას ამბობს შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

“სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს ვულოცავ დაბადების დღეს!

ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ურთულეს ეპოქაში გვყავს ეკლესიის მშვიდი და ბრძენი მმართველი, რომლის ლოცვა და კურთხევა თან გვიძღვის ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისა და გამთლიანების გზაზე.

ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს დღეგრძელობას ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ!“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების ავტორებს უილსონ-ზურაბიშვილი & Co პირველი “იაღლიში” მოუვიდათ, ჩვენი ხელისუფლების საერთაშორისო ბოიკოტირების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს თავდაცვის მინისტრი რამშტაინის შეხვედრაზე იჯდა

რამშტაინის შეხვედრაზე აშშ-ს მოქმედი თავდაცვის მდივანი თავის კოლეგებს დაემშვიდობა – ეს მისი ამ რანგში უკანასკნელი მონაწილეობა იყო, ხოლო ირაკლი ჩიქოვანი – მიესალმა, ეს მისი ამ რანგში პირველი მონაწილეობა იყო