ბაქოში ლადო გუდიაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა

ბაქოში პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის ცენტრში, საქართველოს საელჩოსა და საქართველოში ლადო გუდიაშვილის ფონდის მხარდაჭერით, ქართველი მხატვრის, ლადო გუდიაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, გამოფენაზე გუდიაშვილის მიერ პარიზის პერიოდიდან მისი ცხოვრების ბოლომდე შექმნილი ნამუშევრებია წარდგენილი. მათ შორის, გამოფენილია მხატვრის გრაფიკული ნამუშევრები.
ლადო გუდიაშვილის პერსონალური გამოფენა აზერბაიჯანში პირველად იმართება. გამოფენა 24 აპრილამდე გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი სიბიგა – ვაფასებთ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევის მოწოდებას, რომ ომის შეჩერების დრო დადგა – პუტინის პრესმდივანმა უკვე უარყო ეს წინადადებაც, დასკვნა ასეთია: მოსკოვზე უფრო ძლიერი ზეწოლაა საჭირო