ბაკურიანი მსოფლიო თასის ეტაპს მასპინძლობს – კოხტას მთაზე შეჯიბრი “მოგულის” დისციპლინაში გაიმართება

ბაკურიანი მსოფლიო თასის ეტაპს მასპინძლობს. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით, კოხტას მთაზე შეჯიბრი “მოგულის” დისციპლინაში გაიმართება.
ტურნირში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 100-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) შეჯიბრის დირექტორის ანდრეა რეინოლდის განცხადებით, ბაკურიანში ძალიან კარგი პირობებია და არსებული ვითარება მათთვის ძალიან საინტერესოა.
გასული წელი გვქონდა არაჩვეულებრივი. შესაბამისად, ახლა კიდევ და კიდევ უკეთეს შედეგს ველით. ჩვენ მომზადებული და ძალიან ორგანიზებულები ვართ. შემუშავებული გვაქვს დისციპლინა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ვამაყობთ, რომ დავბრუნდით საქართველოში. მოგვწონს ეს ადგილი და ხალხი, მათი სტუმართმოყვარეობა, ასევე მათი მოტივაცია სამზადისისადმი. ქართულ გუნდთან ერთად, მაქსიმუმს ვაკეთებთ ამ ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში.
აქ არსებული ვითარება, ჩვენთვის საინტერესოა. ზამთრის სპორტის სახეობები სულ უფრო ვითარდება, იხვეწება და უკეთესი ხდება. ზამთრის სპორტის სახეობები წასახალისებლად, მსოფლიო ჩემპიონატებში ინვესტიციები სულ უფრო იზრდება. ტურისტებისთვისაც მიმზიდველია ეს გარემო. გასულ წელთან შედარებით, წელს უფრო ადრე ჩამოვედით და მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი პირობებია”, – განაცხადა ანდრეა რეინოლდმა.

ასევე დაგაინტერესებთ

აქაურ ორგანიზაციებს, რომლებიც ფულად გრანტებს USAID-ისგან იღებდნენ, დახმარება შეუჩერდებათ და შესაბამისად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ის რადიკალიზმი, ის მოქმედებები, რასაც ქუჩაში ვხედავთ, ნელ-ნელა ჩაცხრება

პაატა სალია USAID- ზე: ამ ორგანიზაციას მრავალი კეთილი საქმეც გაუკეთებია, თუმცა საპირწონედ ჩვენ ვხედავთ, რომ არის მნიშვნელოვანი მოქმედებები, რომელიც ძირს უთხრის ჩვენი და სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს და უსაფრთხოებას

უმაღლესი სტანდარტების უზრუნველსაყოფად მთავრობამ ეტაპობრივად ასეულობით მილიონი ლარი გამოყო, ინვესტიცია გათვლილია გრძელვადიან მიზნებზე: სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და ზამთრის სპორტული კულტურის პოპულარიზაციაზე

ქართული სპორტისთვის ისტორიული დღეა, ბაკურიანში ოლიმპიური მშვიდობის ცეცხლის ანთება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ ყველას, 45 ევროპულ ქვეყანას, გვაერთიანებს ერთი საერთო მიზანი – ვიცხოვროთ ჯანსაღ, ერთიან და მშვიდობიან ევროპაში