ბაიდენმა ზელენსკი დაარწმუნა, რომ დაუყოვნებლივ მოაწერს ხელს სამხედრო დახმარების კანონს

-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტი, 22 აპრილს გამართულ სატელეფონო საუბარში დაარწმუნა, რომ იგი მის მაგიდაზე მოხვედრისთანავე მოაწერს ხელს კანონმდებლობას, რომლითაც უკრაინას სამხედრო დახმარება უნდა მიეწოდოს – და ეს დახმარება უკრაინას სწრაფად გაეგზავნება.
-ის სენატმა 23 აპრილს უნდა უყაროს კენჭი ეროვნული უსაფრთხოების მასშტაბურ პაკეტს, რომელიც უკრაინისთვის ითვალისწინებს 60 მილიარდ დოლარზე მეტს და შემდეგ კანონპროექტი ბაიდენს გაეგზავნება ხელმოწერისთვის.
როგორც ზელენსკი წერს პლატფორმაზე X, პაკეტი მოიცავს დახმარებას, რომელიც უკრაინას გააძლიერებს რუსეთის წინ მიმავალი ძალების მოგერიებაში.
“პრეზიდენტმა დამარწმუნა, რომ ეს სწრაფი და ძლიერი იქნება და გააძლიერებს ჩვენს შესაძლებლობებს საჰაერო, გრძელი რადიუსის და საარტილერიო [თავდასხმების] წინააღმდეგ” – ამბობს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – სად არის მიშასთან რომ მიდიოდა ის ლარი, ლარნახევარი, ორი ლარი, სად იკარგება გზაში? ფოთამდე საწვავი ლარნახევარი ღირდა, მაგრამ 2,60 ლარად ყიდდნენ – ქურდული წილია აბსოლუტური ყაჩაღებისა ოლიგარქების