ბაიდენი: მძევლებზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში მზადაა, რამადანისას შეაჩეროს ომი ღაზაში

-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მზად იქნება, შეაჩეროს ღაზაში წარმოებული ომი მუსლიმთა მარხვის თვის, რამადანის პერიოდში, თუკი მიღწეული იქნება შეთანხმება ჰამასის მიერ დატყვევებული მძევლების გათავისუფლებაზე.
-ის, ეგვიპტისა და კატარის წარმომადგენლები მუშაობენ ჩარჩო შეთანხმებაზე, რომლის ფარგლებშიც პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებისა და ბრძოლაში ექვსკვირიანი პაუზის სანაცვლოდ, ჰამასი მძევალთა ნაწილს გაათავისუფლებს. ჰამასი ისრაელის, აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებადაა მიჩნეული.
რამადანი, რომელიც 10 მარტისთვის იწყება, არაოფიციალურად ითვლება ბოლო ვადად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მეტრეველი: ბოლოს და ბოლოს, თუ ასე გწყუროდათ დებატები, თქვენს ტელევიზებში მოგეწვიათ ოპოზიციონერები და დამსხდადირიყავით მათთან სადისკუსიოდ. თუ თქვენს ტელევიზებსაც გვარამია მართავდა?