ბათუ გურჯიძე ინფრასტრუქტურის მინისტრის მე-5 მოადგილედ დაინიშნა

ბათუ გურჯიძე ინფრასტრუქტურის მინისტრის მე-5 მოადგილედ დაინიშნა
მთავრობის გადაწყვეტილებით, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძის გუნდში, მე-5 მოადგილედ ბათუ გურჯიძე დაინიშნა, აღნიშნული გადაწყვეტილებას ხელი 4 აგვისტოს, ირაკლი მ მოაწერა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ბათუ გურჯიძე 2025 წლიდან ხელმძღვანელობს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტს. აქამდე, 2014-დან 2025 წლამდე, იგი ამავე პოზიციაზე მუშაობდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
საჯარო სამსახურში გურჯიძე კარიერა 2009 წელს დაიწყო და მსა სახელმწიფო ფინანსური მენეჯმენტის სფეროში მუშაობის 16 წლიანი გამოცდილება აქვს, საბიუჯეტო დაგეგმვისა და ეკონომიკური ანალიზის მიმართულებით.
ინფრასტრუქტურის მინისტრის ახლად დანიშნული მოადგილე, სხვადასხვა პერიოდში ხელმძღვანელობდა ფინანსური პოლიტიკის, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკური ანალიზის სამმართველოებს, მათ შორის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებში.