– გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა – გზების დეპარტამენტი

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ1-კმ114 (ბათუმი-გოდერძის უღელტეხილი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეზღუდულია.
გზების დეპარტამენტის ინფორმაციითვე, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }