ბათუმელმა მოხალისეებმა ბოლო 24 საათში დავფარეთ შემდეგი სოფლები: ნიგვზიანი, ჯურუყვეთი, ეწერი, აგარაკი, შრომა

ბათუმელმა მოხალისეებმა ბოლო 24 საათში დავფარეთ შემდეგი სოფლები: ნიგვზიანი, ჯურუყვეთი, ეწერი, აგარაკი, შრომა. ყველაზე რთული სამუშაო იყო შრომაში,სადაც ორ ჯგუფად გაყოფილებმა მივაწოდეთ მოსახლეობას პროდუქტები,ბავშვთა კვება,ჰიგიენური საშუალებები, საწვავი,მედიკამენტები.
☑️ ახლა ჯგუფები გავდივართ გულიანის და ორმეთის მიმართულებით რომ იგივე სამუშაო შევასრულოთ.
❌ხვალისთვის ბათუმში დაგვჭირდება ორი მაღალი გამავლობის მანქანა რომ პროდუქტები ჩამოგვიტანონ.
ძალა ერობაშია