ბადრი ჯაფარიძე დიდ ბრიტანეთში ლეიბორისტული და კონსერვატიული პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე დიდ ბრიტანეთში მმართველი ლეიბორისტული პარტიის წევრს, უკრაინის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარეს, ალექს სობელსა და კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთ ლიდერს და ჩრდილოვანი კაბინეტის საგარეო საქმეთა მინისტრს, პრიტი პატელს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი და ქართველი ხალხის მხარდაჭერა იყო.
„შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ კრიზისის განმუხტვისთვის აუცილებელია შესრულდეს ქართული საზოგადოების დაკვეთა – ახალი საპარლამენტო ს ჩანიშვნა და პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება.
ბრიტანეთში არსებობს მაღალი ორპარტიული კონსენსუსი. ჩვენი ბრიტანელი კოლეგები არიან მოწადინებულები ქართველი ხალხის დემოკრატიულ ბრძოლას აღმოუჩინონ სრული თანადგომა და მხარდაჭერა.
შეხვედრებისას განვიხილეთ „ქართული ოცნების“ რეჟიმის წარმომადგენლებზე წნეხის გაზრდის აუცილებლობა. მინდა, გითხრათ, რომ ბრიტანული პოლიტიკური კლასი გამოხატავს სრულ მზადყოფნას, მიიღონ ყველა ის საჭირო ზომა, მათ შორის დამატებითი შეზღუდვები იმ პირების მიმართ, რომლებიც მხილებულნი არიან ქართველი ხალხის მიმართ ძალადობაში. ჩვენი პარტნიორები გამოთქვამენ სურვილს, ეწვიონ საქართველოს და ქართველი ხალხის დემოკრატიულ ბრძოლას გულმხურვალე მხარდაჭერა გამოუცხადონ“,- აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ვიღაცებს სწყინთ, რომ „ნაცმოძრაობა“ ვერ დაბრუნდა ხელისუფლებაში, სწორედ, ეს ადამიანები საუბრობენ დღეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეზე და ცდილობენ, ქართველი ხალხი დააშანტაჟონ

ეკა გიგაური – ჩვენ არ ვაპირებთ საქართველოში რუსული კანონებით ცხოვრებას! არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ ადამიანებზე პერსონალურ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილს არ მივაწვდით!

ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია აბსოლუტურად მოშლილია – თან ენანებათ ის 2-3 მანდატი, რომელიც შეუძლიათ, რომ საკრებულოებში მიიღონ, თან მეორე მხრივ, ხედავენ, რომ აბსოლუტურად განწირულები არიან მარცხისთვის