“ბაბი, შენ გვერდით ვარ! არის მომენტები, როცა განსხვავებებს მნიშვნელობა არ აქვს” – ნანუკა ჟორჟოლიანი ბაბი კირკიტაძეს

· 302
უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა, მომ­ღე­რალ ბაბი კირ­კი­ტა­ძის ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი აქ­ტი­უ­რი გან­ხილ­ვის სა­გა­ნია. ჯერ იყო და ანრი ჯო­ხა­ძის სოლო კონ­ცერ­ტზე მის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­კონ­ცერ­ტო ნო­მე­რი გახ­და ქი­ლი­კის სა­გა­ნი, შემ­დეგ კი, თა­ვად მომ­ღე­რალ­მა კი­დევ ერთი, მის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი კამ­პა­ნი­ის შე­სა­ხებ და­წე­რა.
“ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ მსგავ­სი რა­მის და­წე­რა მო­მი­წევ­და, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, ადა­მი­ა­ნე­ბის ბო­რო­ტე­ბას სა­ზღვა­რი არ აქვს !!!
პი­რო­ბას გაძ­ლევთ, ადრე თუ გვი­ან ყვე­ლას პა­სუ­ხი მო­გე­თხო­ვე­ბათ, დამ­მონ­ტა­ჟე­ბელ­საც და თი­თო­ე­ულ გა­მავ­რცე­ლე­ბელ­საც ამ ცი­ლის­წა­მე­ბის­თვის! ვერც ჩურ­ჩუ­ლით და­დე­ბუ­ლი ხმა გიშ­ვე­ლით და ვერც შუ­ა­ში “სპიშ­კით” გა­და­ფა­რუ­ლი და და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი სა­ზი­ზღრო­ბა ფე­ი­კით შე­მა­ში­ნებთ ..!!!

ყვე­ლას­თვის გა­სა­გე­ბი რომ იყოს: ჭო­რე­ბით, და­ცინ­ვით და ათა­სი სა­ში­ნე­ლე­ბით რომ ვე­რა­ფე­რი მიქ­ნეს, ახლა ისეთ ამაზ­რზენ ვი­დე­ო­მონ­ტაჟს ავ­რცე­ლე­ბენ ჩემ­ზე ჩა­თებ­ში, პორ­ნო­სა­ი­ტებ­ზეც რომ აღარ დე­ბენ.
მე ამა­საც გა­ვუძ­ლებ, ამა­საც რა­ღაც­ნა­ი­რად გა­და­ვი­ტან. იმ სა­ზი­ზღრო­ბის შემ­ქმნე­ლებს და გა­მავ­რცე­ლებ­ლებს რაც შე­ე­ხე­ბა, ისი­ნი მთე­ლი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა თა­ვი­სი­ვე ბო­რო­ტე­ბა­ში და ბოღ­მა­ში ჩა­იხ­რჩო­ბი­ან. აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვი­ტან სარ­ჩელს და მა­ნამ არ გავ­ჩერ­დე­ბი, სა­ნამ ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე პა­სუხს არ აგებს !” – და­წე­რა ბაბი კირ­კი­ტა­ძემ.
სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბა­ბის ცნო­ბი­ლი ქა­ლე­ბის გარ­კვე­ულ­მა ნა­წილ­მა სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­უ­ცხა­და. მათი შე­ფა­სე­ბით, ბა­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა სწრაფ და ეფექ­ტურ რე­ა­გი­რე­ბას მო­ი­თხოვს. მომ­ღერ­ლის პოსტს ეხ­მა­უ­რე­ბა ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი.
“ბაბი, შენს გვერ­დით ვარ! ამ ამ­ბავ­ში ბრძო­ლის ყვე­ლა ფრონტზე შენს გვერ­დით მი­გუ­ლე. არის მო­მენ­ტე­ბი, როცა გან­სხვა­ვე­ბებს მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს” – წერს ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი.
რო­გორც ცნო­ბი­ლია, გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ოს­თან და­კავ­ში­რე­ბით ბაბი კირ­კი­ტა­ძე სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში უკვე და­ი­ბა­რეს გა­მო­კი­თხვა­ზე.