ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ დღეს დაფუძნდება

დღეს, 11:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართება ბრიფინგი, სადაც საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელი ჯგუფის წევრები მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის გააკეთებენ განცხადებას საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების თაობაზე.
ბრიფინგზე მოძრაობის დამფუძნებელი წევრები საზოგადოებას და მედიას გაუზიარებენ ინფორმაციას მოძრაობის დაფუძნების მიზეზებისა და მიზნების შესახებ.
საზოგადოებრივ მოძრაობას ექნება ცენტრალური ოფისი თბილისში, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში წარიმართება მუშაობა მოძრაობის ამოცანების შესასრულებლად.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელი ჯგუფის წევრები:• ვატო შაქარიშვილი• ბიძინა გიორგობიანი• ნანა კაკაბაძე• გელა ნიკოლაიშვილი• ლევან ნიკოლეიშვილი

ასევე დაგაინტერესებთ

მაია ორჯონიკიძე: ინტუიტიურად მთავარს ვხვდებოდი და მიხეილ სააკაშვილის შემდეგ ერთერთი იმათგანი ვიყავი, ვინც რუსი ოლიგარქის მიერ 2016 წლის გაყალბებული არჩევნების ბოიკოტს ვემხრობოდი (ვიდეო)

ნანა დიხამინჯია: იმ დედაქალაქის, სადაც მარტო ერთ წელიწადში ერთმა ადამიანმა თავი დაიწვა უსახლკარობის გამო, ორი ადამიანი დაიღუპა თავში სინკარის დაცემით, რომლის მოხსნა მერიის ვალდებულება იყო და ბავშვიანი ოჯახები ქუჩაში გამოყარეს საკუთარი ნივთების გარეშე