რომპეტროლის ქსელს ხუთი ახალი ავტოგასამართი სადგური შეემატა.
“რომპეტროლ საქართველო”, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო ჯგუფ „ქეი-ემ-ჯი ინთერნეიშენალის“ (რომპეტროლი) მფლობელობაში არსებულ კომპანიას, განაგრძობს ქსელის მუდმივ გაფართოებასა და მაღალხარისხიანი მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდას მთელი ქვეყნის მასშტაბით. 2025 წლის სტრატეგიული განვითარების გეგმის ფარგლებში, მომხმარებელს უკვე აქვს საშუალება ისარგებლოს რომპეტროლის ევროპული წარმოშობის efix-ის საწვავით დამატებით ხუთ ლოკაციაზე:
ხუთივე სადგური სრულად ადაპტირებულია როგორც საცალო, ისე კორპორატიული სეგმენტისთვის – მათ შორის, Fill&Go პროდუქტისა და „რომპეტროლ ქარდის“ მფლობელებისთვისაც.
ოთხ ლოკაციაზე (გორი, ხაშური, წყალტუბო და ბათუმი) ხელმისაწვდომია რომპეტროლის ხუთივე სახეობის პრემიუმ საწვავი:
ზუგდიდის სადგური კი ადგილობრივ მოსახლეობას, სუპერის ტიპის საწვავის გარდა, უკვე ოთხ სახეობას სთავაზობს, რაც მის დატვირთულ ცენტრალურ მდებარეობასთან ერთად, სრულად პასუხობს მომხმარებელთა საჭიროებებს.
“ახალი სადგურების გახსნით, რომპეტროლის ქსელი ქვეყნის მასშტაბით უკვე 74 ავტოგასამართ სადგურს აერთიანებს. ახალ ობიექტებზე კი დამატებით 40 ადამიანი დავასაქმეთ, რაც ჩვენი მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობისა და ადგილობრივი ეკონომიკის მხარდაჭერის გზაზე გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. რომპეტროლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ერთგული მომხმარებლების კმაყოფილება და შესაბამისად, პრიორიტეტია მათთვის როგორც მაღალი ხარისხის პროდუქტებისა და მომსახურების მიწოდება, ასევე ამ პროდუქტებსა და მოსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. ჩვენ განვაგრძობთ განვითარებას და სამომავლოდ, ჩვენს მომსხარებლებს არაერთხელ შევთავაზებთ სასიამოვნო სიახლეს”, – განაცხადა “რომპეტროლ საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა.
“რომპეტროლ საქართველოს” ზრდის დინამიკა კვლავ პოზიტიურია – წლის ბოლომდე დაგეგმილია კიდევ ხუთი ახალი სადგურის გახსნა, ხოლო ხუთ წლიანი სტრატეგიის ფარგლებში იგეგმება ქსელის მნიშვნელოვანი გაფართოება არა მხოლოდ ავტოგასამართი სადგურების რაოდენობის, არამედ hei & coffee ბრენდის მაღაზიებისა და კაფეების დამატებითაც მთელი ქვეყნის მასშტაბით.
შეგახსენებთ, რომ „რომპეტროლი“ წარმოადგენს ჯგუფ „ქეი-ემ-ჯი ინთერნეიშენალის“ (KMG International) მთავარ ბრენდს, რომელიც ბიზნესის ოპერირებას 2 კონტინენტის 11 ქვეყანაში ახორციელებს, რაც მას რეგიონის მნიშვნელოვან მოთამაშედ და ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ენერგო ხიდად აქცევს. ჯგუფის 5,000-ზე მეტი თანამშრომელი დასაქმებულია სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებებზე, დაწყებული ნავთობის გადამუშავებითა და ნავთობ ქიმიკატების წარმოებით, ნედლი ნავთობის გადაზიდვითა და ჭაბურღილების მომსახურებით და დამთავრებული საწვავის სადისტრიბუციო ქსელით შავი ზღვის აუზის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: საქართველო, რუმინეთი, ბულგარეთი და მოლდოვის რესპუბლიკა. ჯგუფი ფლობს და ამუშავებს რუმინეთში არსებულ ყველაზე დიდ ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას „პეტრომიდიას“, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე ამ ტიპის ობიექტს რეგიონში და რომლის წლიური წარმადობა 5 მილიონ ტონას აღემატება. ეს სტრატეგიული ადგილმდებარეობა შავი ზღვის სანაპიროზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სწრაფად გადაზიდვის საშუალებას იძლევა. ამდენად, პეტრომიდია წარმოადგენს მნიშვნელოვან რეგიონალურ კვანძს, ხოლო „რომპეტროლი“ – ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ექსპორტიორს საქართველოში, რომელიც ქსელს უმაღლესი ხარისხის ევროპული სტანდარტების შესაბამისი საწვავით ამარაგებს.
