ახალგაზრდობას ზურგზე კიდევ ერთი წურბელა დააჯდა ზურაბიშვილის სახით

ჩემი პროგნოზი, რომ ყველანაირად გაკოტრებული ოპოზიციის ბევრი წარმომადგენელი მოინდომებდა მღვრიე წყალში თევზის დაჭერას და პროტესტანტ ახალგაზრდობის ზურგზე წურბელასავით დაჯდომას, სრულად მართლდება. გუშინ ახალგაზრდობას ზურგზე კიდევ ერთი წურბელა დააჯდა პ(რეზიდენტ) ზურაბიშვილის სახით, – ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ახალგაზრდებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტი სრულად გაშიშვლდა როგორც პოლიტიკურად, ისე მორალურად, ვინაიდან რეფერენდუმის ჩატარებაზე ტყუილი თქვა. ექსპერტის თქმით, მას არ უკვირს, რომ ზურაბიშვილმა არ იცის იმ ქვეყნის კონსტიტუცია, რომლის პრეზიდენტადაც დასვეს, რადგან საქართველო სამშობლოდ არასოდეს მიაჩნდა.
“ჩემი პროგნოზი, რომ ყველანაირად გაკოტრებული ოპოზიციის ბევრი წარმომადგენელი მოინდომებდა მღვრიე წყალში თევზის დაჭერას და პროტესტანტ ახალგაზრდობის ზურგზე წურბელასავით დაჯდომას, სრულად მართლდება.
გუშინ ახალგაზრდობას ზურგზე კიდევ ერთი წურბელა დააჯდა პ(რეზიდენტ) ზურაბიშვილის სახით, რომელიც ახალგაზრდობასთან გამართული გუშინდელი ამაზრზენი შაბაშის შემდეგ, სრულიად გაშიშვლდა პოლიტიკურად და მორალურადაც, იმხელა მამალი ტყუილი დაახეთქა რეფერენდუმზე. იმ ქვეყნის კონსტიტუცია რომ არ იცის, რომლის პრეზიდენტადაც დასვეს, ეს არაა გასაკვირი, რადგანაც ეს ქვეყანა არასოდეს მიაჩნდა სამშობლოდ. გუშინ, მისთვის ჩვეული სიყალბით, ახალგაზრდებთან მოინდომა ვითომ გაშინაურება და მათი პოლიტიკურად გამოყენება – დავალებები გასცა.
ფსევდოევროპული ლოზუნგების ტრიალით, ამ უკვე ბოლომდე გაშიფრულმა აგენტმა, ფაქტობრივად ომი გამოუცხადა ქართველი საზოგადოების უმრავლესობას, მის საუკეთესო ნაწილს, რომელსაც სურს ქართული იდენტობის შენარჩუნება და რომელიც სამწუხაროდ დემოკრატიის განვითარების სირთულეებით აღსავსე გზას გადის და ზოგჯერ მძიმე შეცდომებსაც უშვებს.
თუმცა, ჩვენი ისტორიიდან ვიცით, რომ ქართველ საზოგადოებას შეცდომების გამოსწორების კარგი უნარიც აქვს. თუ როგორ გამოასწორებს სალომე ზურაბიშვილის მიმართ დაშვებულ შეცდომას? ეს ცალკე თემაა.” – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე: ახალგაზრდებთან შეხვედრებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცოტნე ივანიშვილის ჩართულობას. ის ახალგაზრდებთან დიალოგს არა ფორმალურად, არამედ აქტიური კომუნიკაციის ფორმატში წარმართავს, რაც ახალგაზრდებში მეტ მოტივაციასა და ჩართულობას აჩენს

ნიკოლოზ მეტრეველი: მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ცოტნე ივანიშვილის იმ აქტივობებს, რომლებიც ახალგაზრდებთან ღია დიალოგს, მათ ჩართულობასა და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების განხილვას ემსახურება

ცოტნე ივანიშვილი: ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გამორჩეულად ვართ მიჯაჭვული ჩვენს ტრადიციებზე. მჯერა, მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იყოს მკაფიოდ წელში გამართული და არ არსებობდეს ქვეყნიდან წასვლის სურვილი