აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ აზერბაიჯანის გენერალურ კონსულს უმასპინძლა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ, აზერბაიჯანის გენერალურ კონსულს, ფარვიზ ისმაილზადეს უმასპინძლა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრა ბათუმში შედგა. ფარვიზ ისმაილზადემ დიპლომატიური მისია ამოწურა.
გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე, დავით გაბაიძემ, მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანელ დიპლომატს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა, საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებზე, რეგიონების დონეზე თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო პერსეპქტივებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – გავიხსენოთ 2012 წლამდე პერიოდი – საზოგადოებაში იყო უმძიმესი განწყობა, დღეს კი ისმის უბრალოდ განცხადებები, რომლებზეც მტკიცებულებები არ არსებობს – რატომ არ არის თუნდაც საპროტესტო აქციებზე მუხტი?