აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში, 2025 – 2028 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში, 2025 – 2028 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში, 2025 – 2028 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.
2025 – 2028 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტები – სოფლის განვითარების, გარემოს დაცვისა და ტყის რესურსების გაუმჯობესებისთვის საჭირო მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე ჩამოყალიბდა, რომელიც თავისი შინაარსით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, გარემოს და ბუნებრივ რესურსების დაცვაზე და ტყის მდგრად მართვაზეა ორიენტირებული.
სამინისტრო, 2025 წელს 17 პროგრამას განახორციელებს, რომელიც 13 ქვეპროგრამას მოიცავს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2025 წლის ბიუჯეტი, 2024 წელთან შედარებით – 7 193 707 ლარით გაიზრდება და 39 208 285 ლარით განისაზღვრება.
შეხვედრას, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე, საფინანსო – საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მარინე გვიანიძე, მინისტრის მოადგილეები, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ქარცივაძე, მუნიციპალიტეტების მერის მოადგილეები, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დეპარტამენტების უფროსები და საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.