„აშშ-ში კოკა-კოლას რეცეპტის შეცვლამ შესაძლოა ათასობით სამუშაო ადგილის დაკარგვა გამოიწვიოს“ – სიმინდის გადამამუშავებელთა ასოციაცია
კოკა-კოლას წარმოებაში სიმინდის სიროფის ლერწმის შაქრით ჩანაცვლება აშშ-ის კვების მრეწველობაში ათასობით სამუშაო ადგილის დაკარგვას გამოიწვევს.
ამის შესახებ სიმინდის აშშ-ის გადამამუშავებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯონ ბოდმა განაცხადა.
„მაღალფრუქტოზური სიმინდის სიროფის ლერწმის შაქრით ჩანაცვლება ამერიკულ კვების მრეწველობაში ათასობით სამუშაო ადგილის შეამცირებს, ფერმერული შემოსავლების კლებასა და შაქრის იმპორტის ზრდას გამოიწვევს, ყველაფერი ეს კი ყოველგვარი კვებითი სარგებლის გარეშე“, – ციტირებს ბოდის სიტყვებს ასოციაციის ვებსაიტი.
მისი აზრით, სასმლის შემადგენლობის შეცვლის გადაწყვეტილებას „აზრი არ აქვს“.
მანამდე აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა კოკა-კოლას კომპანიასთან შეთანხმების შესახებ, რომელიც აშშ-ში მისი მთავარი გაზიანი სასმლის რეცეპტის შეცვლასა და მის წარმოებაში სიმინდის სიროფის ნაცვლად ნატურალური ლერწმის შაქრის სავალდებულო გამოყენებას ითვალისწინებს.
