აშშ-ს გერმანიაში საიდუმლო სამეთაურო ცენტრი ჰქონდა მოწყობილი, სადაც უკრაინელებს სადაზვერვო ინფორმაციას უზიარებდნენ

აშშ-ს გერმანიაში საიდუმლო სამეთაურო ცენტრი ჰქონდა მოწყობილი, სადაც უკრაინელებს სადაზვერვო ინფორმაციას უზიარებდნენ
-ის არმიის სარდლობას გერმანიაში საიდუმლო სამეთაურო ცენტრი ჰქონდა მოწყობილი, საიდანაც უკრაინელ სამხედროებს სადაზვერვო ინფორმაციას აწვდიდნენ. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.
სტატიაში, სახელწოდებით „პარტნიორობა: უკრაინის ომის საიდუმლო ისტორია“ აღნიშნულია, რომ საიდუმლო ცენტრი გერმანული ქალაქ ვისბადენის კლეი კაზერნეს გარნიზონში იყო მოწყობილი. ცენტრს ოპერაციული ჯგუფი „დრაკონი“ ერქვა. ის 2022 წლის გაზაფხულზე შეიქმნა.
ცენტრში ამერიკელი და უკრაინელი ჯარისკაცები მუშაობდნენ. ამერიკულ მხარეს გენერალი კრისტოფერ დონაჰიუ, ხოლო უკრაინულ მხარეს გენერალ-ლეიტენანტი მიხეილ ზაბროდსკი ხელმძღვანელობდნენ. „მე არასდროს მოგატყუებთ, ხოლო თუ თქვენ მომატყუებთ, ჩვენ დავასრულებთ [თანამშრომლობას]“, – აღნიშნა ამერიკელმა გენერალმა უკრაინელ კოლეგასთან პირველი შეხვედრის დროს.
სტატიის ავტორის თანახმად, ვისბადენში აგრეთვე მუშაობდნენ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ოფიცრები, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს, თავდაცვის დეპარტამენტის სადაზვერვო სამმართველოს და სხვა თანამშრომლები. მათ მთავარ ფუნქციას ბრძოლის ველზე რუსების ჯარის განლაგების შესახებ სადაზვერვო ინფორმაციის დამუშავება და უკრაინული მხარისთვის მისი გადაცემა წარმოადგენდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გაკოტრებული ოპოზიცია ფონს გასვლას, დეზინფორმაციის გავრცელებით ცდილობს, დღეს ახალი ფეიკი გაავრცელეს, თითქოს მიშა მესხი პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მრჩევლად დაინიშნა. მიშა მესხის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნა მოკლე ფეხებიანიტყუილია

მიშა მესხი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე იყო მიწვეული , წამსვე ლიბერდებილების მხედველობის ქვეშ მოექცა და ფეიკს ფეიკზე უგონებენ- ეს ხომ ერთდღიანი ტყუილია, რომლის შემოწმებასაც წუთიც არ სჭირდება