აშშ-მ ჰუსიტების ორი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა გაშვების წინ გაანადგურა

-ს ცენტრალური სარდლობის ცნობით, 24 იანვრის გამთენიისას იემენის ტერიტორიაზე გაანადგურეს ჰუსიტების ორი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა, რომლებსაც გასაშვებად ამზადებდნენ.
აშშ-ს ძალებმა აღმოაჩინეს და დაადგინეს, რომ ჰუსიტების რაკეტები დამიზნებული იყო წითელი ზღვის სამხრეთ სექტორის მიმართულებით და მყისიერ საფრთხეს უქმნიდა სავაჭრო ხომალდებსა და აშშ-ს საზღვაო ძალებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თავდაცვის მიზნით, გამზადებულ რაკეტებზე იერიში მიიტანეს.
“ეს ქმედება დაიცავს ნავიგაციის თავისუფლებასა და საერთაშორისო წყლებს გახდის უფრო უსაფრთხოს აშშ-ს საზღვაო ძალების ხომალდებისა და სავაჭრო გემებისთვის”. – ნათქვამია ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.
აქამდე, გასულ დღეს აშშ-მ დიდ ბრიტანეთთან ერთად იერიდები მიიტანა ჰუსიტების რვა სამიზნეზე.
ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰუსიტებს, რომლებიც დედაქალაქის ჩათვლით იემენის ნაწილს აკონტროლებენ, პერიოდულად მიჰქონდათ იერიშები სავაჭრო გემებზე, რომლებიც წითელ ზღვაში გადაადგილდებოდნენ. მათი გააქტიურება ს მიერ ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ დაწყებულ სამხედრო მოქმედებებს მოჰყვა.