აშშ-მა უცხოელი მძღოლებისთვის CDL წესები გაამკაცრა – უკანონო მართვის მოწმობები გაუქმდება

აშშ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტმა ახალი ფედერალური წესი მიიღო, რომელიც მკაცრად ზღუდავს უცხოელებისთვის კომერციული მძღოლის ლიცენზიის (CDL) აღებას.
აღნიშნულის მიხედვით, ლიცენზიას მიიღებს მხოლოდ სამუშაო ვიზის და მოქალაქეობის მქონე მძღოლები.
-ის ტრანსპორტის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ აუდიტის შედეგად რამდენიმე შტატში, განსაკუთრებით კალიფორნიაში, CDL-ების უკანონოდ გაცემა გამოვლინდა. ფედერალურ უწყებებს ასეთი ლიცენზიების გაუქმება და შტატების კონტროლის გაძლიერება დაევალათ.
ახალი წესები ასევე გულისხმობს ინგლისური ენის ცოდნის სავალდებულო შემოწმებას კომერციული სატრანსპორტო მძღოლებისთვის. ვინც ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, ავტომატურად გზიდან მოხსნილია.
ტრანსპორტის დეპარტამენტის განცხადებით, ცვლილებების მიზანია საგზაო უსაფრთხოების გაძლიერება და დიდი სატრანსპორტო საშუალებების გზაზე მართვის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი სტანდარტების დაცვა.