7 მარტს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა (რესპუბლიკელი – ლუიზიანა) პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავისი ყოველწლიური ხალხისადმი მიმართვისთვის მიიწვია 7 მარტს.
6 იანვარს, თეთრ სახლში გაგზავნილ წერილში, ჯონსონმა ოფიციალური მოწვევა გადასცა ბაიდენს, კონგრესის ორივე პალატის ერთობლივ სესიაზე გამოსვლისთვის. ჯონსონმა განაცხადა, რომ ის ბაიდენს ეპატიჟება “ჩვენი ქვეყნისთვის ამ დიდი გამოწვევის მომენტში”.
პრეზიდენტის ეს ყოველწლიური გამოსვლა პირველი იქნება ჯონსონისთვის, როგორც სპიკერისთვის, რომელიც ტრადიციულად, პრეზიდენტის უკან და მარცხნივ ზის ხოლმე კონგრესის წინაშე მისი გამოსვლისას.
ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის სიტყვით გამოსვლას კონგრესის წინაშე 7 მარტს.