აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ „უცხოელი მტრების აქტის“ ფარგლებში ვენესუელელი მიგრანტების დეპორტაცია დროებით შეაჩერა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უბრძანა, რომ 1798 წლის კანონის ფარგლებში ჩრდილოეთ ტეხასში დაკავებული ვენესუელური კრიმინალური დაჯგუფებების სავარაუდო წევრების დეპორტაცია დროებით შეაჩეროს.
„მთავრობას ევალება, რომ დაკავებულთა არცერთი წევრი არ გაიყვანოს აშშ-დან ამ სასამართლოს შემდგომი გადაწყვეტილების მიღებამდე“, – ნათქვამია აშშ-ის უზენაესი სასამართლოს ბრძანებაში.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 1798 წლის „უცხოელი მტრების აქტი“ გასულ თვეში გამოიყენა, რათა ადმინისტრაციას ვენესუელურ კრიმინალურ დაჯგუფება Tren de Aragua-სთან კავშირში ბრალდებული ვენესუელელი მიგრანტები დაეკავებინა და შემდეგ სალვადორში გაეგზავნა. მანამდე, 8 აპრილს, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას 1798 წლის კანონის გამოყენების უფლება მისცა, თუმცა დაადგინა, რომ ეჭვმიტანილებს დეპორტაციამდე გასაჩივრების შანსი მიეცემოდათ.
წყარო: ipn.ge
