აშშ-ის ტარიფების საპასუხოდ, ჩინეთი ჰოლივუდის ფილმების იმპორტს ამცირებს

პრეზიდენტ ს მიერ ჩინური პროდუქციის იმპორტზე ტარიფების მკვეთრი ზრდის საპასუხოდ, აზიური სახელმწიფო ჰოლივუდური ფილმების იმპორტს შეამცირებს.
ინდუსტრიის ანალიტიკოსების მოლოდინით ამ ნაბიჯის ფინანსური შედეგი ჰოლივუდზე არც ისე მძიმე იქნება, რადგან ბოლო წლებში ჩინურ კინობაზარზე ამერიკული ფილმების შემოსავალი მნიშვნელოვნად შემცირდა.
ბოლო 30 წელში ჩინეთი წლიურად 10 ჰოლივუდური ფილმის იმპორტს ახორციელებდა, თუმცა პეკინის კინემატოგრაფიის ეროვნული ადმინისტრაციის (NFA) განცხადებით, ტრამპის ტარიფების პოლიტიკამ ჩინელი მაყურებლების ინტერესზე უარყოფითი გავლენა მოახდინა.
ბოლო წლებში ადგილობრივმა ფილმებმა შემოსავლებით ჰოლივუდურ პროდუქციას გადაუსწრო. მაგალითად, 2025 წელს გამოსულმა „Ne Zha 2“ Pixar-ის „Inside Out 2“-ს აჯობა და ჩინეთში ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ანიმაციური ფილმი გახდა.
პროდიუსერისა და წიგნების ავტორის, კრის ფენტონის ინფორმაციით, ჰოლივუდის ფილმებზე ჩინეთის კინოთეატრების სალაროების მთლიანი შემოსავლის მხოლოდ 5% მოდის. მისივე განცხადებით, ჰოლივუდის სტუდიების შემოსავალში ჩინეთში ბილეთების გაყიდვით მიღებულ თანხას 25%-იანი წილი უჭირავს.
ცნობისთვის, ჩინეთმა ამერიკულ საქონელზე ტარიფები 84%-დან 125%-მდე გაზარდა, რომელიც ძალაში 12 აპრილს შევა, იუწყება Bloomberg ჩინეთის ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით. 10 აპრილს, -ს თეთრმა სახლმა განმარტა, რომ ჩინურ იმპორტში აშშ-ს ჯამში, სულ მცირე, 145%-იანი ტარიფი აქვს დაწესებული.