აშშ-ის ადმინისტრაციამ 26 მილიარდი დოლარის დაფინანსება გაუყინა იმ შტატებს, სადაც ძირითადად დემოკრატებს უჭერენ მხარს – „როიტერი“

აშშ-ის ადმინისტრაციამ 26 მილიარდი დოლარის დაფინანსება გაუყინა იმ შტატებს, სადაც ძირითადად დემოკრატებს უჭერენ მხარს – „როიტერი“
„როიტერის“ ცნობით, -ის ადმინისტრაციამ 26 მილიარდი დოლარის დაფინანსება გაუყინა იმ შტატებს, სადაც ძირითადად დემოკრატებს უჭერენ მხარს. როგორც სააგენტო წერს, აშშ-ის ადმინისტრაციამ ე.წ. შათდაუნის გამო გაუყინა დაფინანსება იმ შტატებს, რომლებშიც ძირითადად დემოკრატებს უჭერენ მხარს.
დაფინანსების შეზღუდვა შეეხო ნიუ იორკში დაგეგმილ სატრანსპორტო პროექტებს, ასევე 16 შტატში ე.წ. მწვანე ენერგიის სფეროში დაგეგმილ პროგრამებს, მათ შორის კალიფორნიასა და ილინოისში.
ცნობისთვის, პირველ ოქტომბერს სენატში ფედერალური მთავრობის დაფინანსების გაგრძელების შესახებ პროექტის დამტკიცება ვერ მოხერხდა, რის გამოც აშშ-ის მთავრობამ ნაწილობრივ შეაჩერა მუშაობა. დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის დავას ჯანდაცვის სფეროს დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები იწვევს. პარტიები ე.წ. შათდაუნში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ე.წ. შათდაუნის გამო 750 ათას ფედერალურ მოხელეს იძულებით მოუწია არაანაზღაურებად შვებულებაში გასვლა.
პირველი არხი