აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობები ნებისმიერ პოლიტიკურ ცვლილებებს გაუძლებს – დანიგანი

საქართველოში -ის ელჩის, ს განცხადებით, სჯერა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო და საქართველოს საპარლამენტო ს შედეგებს ორი ქვეყნის ხალხებს შორის ურთიერთობაზე გავლენა არ ექნება. ამის შესახებ ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა თბილისში, ამერიკული სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ election breakfast-ზე.
“მე ნამდვილად მჯერა, რაც არ უნდა მოხდეს საქართველოს არჩევნებში ან აშშ-ის არჩევნებში, საქართველოს ხალხს და აშშ-ის ხალხს შორის ურთიერთობა, ურთიერთობა ჩვენს კომპანიებს, ჩვენს უნივერსიტეტებს, ბიზნესს, ანალიტიკურ ცენტრებს, ინსტიტუტებს, სამხედროებს, სამართალდამცავ ორგანოებს შორის, ყველა ეს ურთიერთობა გაუძლებს ნებისმიერ პოლიტიკურ არჩევნებს, რა შედეგიც არ უნდა მოჰყვეს რომელიმე ქვეყანაში“, – თქვა დანიგანმა სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გამართულ მიღებაზე.
მისი სიტყვებით, ეს ჰგვრის სიამაყეს, წარმოადგენდეს აშშ-ს საქართველოში. მისი თქმით, სწამს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაუძლებს პოლიტიკურ ცვლილებებს, პოლიტიკურ განწყობებს.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი იმარჯვებს. დემოკრატიული პარტიიდან მისი მეტოქეა ვიცე-პრეზიდენტი .
radiotavisupleba.ge

ასევე დაგაინტერესებთ

იანვარ-ივლისის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8%, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია არა მხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვები 1.3 მლრდ დოლარით გაზარდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია – ირაკლი კობახიძე

კალათბურთელებს, ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს, ნაკრები 3 მილიონ ლარს მიიღებს ევრობასკეტზე მოგებული ყოველი შემდგომი თამაშისთვის – ირაკლი კობახიძე