აღდგომის ღამეს, რუსთაველზე დაკავებულ მოქალაქეს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

აღდგომის ღამეს, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულ გიორგი ორთოიძე 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. ამ ინფორმაციას ორთოიძე ცოლი, ნათია ბუკია ავრცელებს.
“5 დღე მიუსაჯეს ჩემს უპატიოსნეს და უწესიერეს ქმარი ტროტუარზე დგომისთვის! ვიღაცა მერე მეტყვის, არა უშავს მთავარია მეტი არ მიუსაჯესო. არ იქნება სამართალი! არ იქნება მშვიდობა!”, – წერის ბუკია სოციალურ ქსელში.
20 აპრილი, აღდგომა, უწყვეტი პროევროპული აქციების 144-ე დღეს დაემთხვა. დემონსტრანტები პარლამენტის წინ ამ დღესაც შეიკრიბნენ. მათგან სამი – გიორგი ორთოიძე, მიხეილ სამხარაძე და ლაშა დგებუაძე ადმინისტრაციული წესით, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.
“23 საათზე ქმარი ხელიდან წამართვეს იმიტომ, რომ თურმე ტროტუარზე დგომა აღარ არის საკმარისი! ტროტუარიდანაც უნდა გადავწეულიყავით! რომ მიჰყავთ, ვიდეოში ისმის, რა საჭიროა ეს, ისედაც წამოგყვებითო! მე დავრჩი ერთ ადგილას, არც გავყევი, არ გავნძრეულვარ და ჯიუტად ვიცავდი ჩემს კანონიერ უფლებას, რომ ვმდგარიყავი ტროტუარზე! ბოლოს მითხრეს, კარგი, იდექიო…”, – ასე იხსენებს მომხდარს ნათია ბუკია.