20 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე დაკავებულ მოქალაქეებს, ლევან ზაზაძეს და დავით გუნაშვილს ადმინისტრაციული პატიმრობები შეუფარდეს. პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საფუძვლით, სანქცირებულმა მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ზაზაძეს 12 დღიანი, ხოლო გუნაშვილს 7-დღიანი პატიმრობა განუსაზღვრა.
ამავე დღეს დაკავებულ კიდევ ერთ მოქალაქეს, გიორგი ორთოიძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა გუშინ, 22 აპრილს შეეფარდა.
· აღდგომის ღამეს, რუსთაველზე დაკავებულ მოქალაქეს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
