აქციებზე დაზარალებულთა მხარდასაჭერად ფონდს ვქმნი, სადაც 100 000 ლარს შევიტან – ნიკა გილაური

ბიზნესს მინდა მივმართო – განცხადებების გაკეთება და ფეისბუკ-ბანერის თუ პოსტების დადება კარგია, მაგრამ ნამდვილად არასაკმარისი. ვიცი, რომ ბევრ თქვენგანს ნამდვილად შესტკივა გული საქართველოსთვის და სურს, რაიმე გააკეთოს ჩვენი მებრძოლი ახალგაზრდობის მხარდასაჭერად. ცალკეული ადამიანები თუ ჯგუფები ძალისხმევას არ იშურებენ და სხვადასხვა სახის დახმარებას უწევენ ამ ბრძოლას, თუმცა ეს საკმარისი არ არის და მეტი კოორდინაციაა აუცილებელი“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერი ნიკა გილაური აცხადებს.
გილაურის თქმით, ფონდის მიზანი იქნება დღევანდელ აქციებთან დაკავშირებით შემდეგი კონკრეტული მიმართულებების დაფინანსება:
* აქციებზე დაზარალებულების მკურნალობა, რეაბილიტაცია და საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
* დაზარალებულების ოჯახების ფინანსური დახმარება;
* ჯარიმების გადახდა მათთვის, ვისაც ამ აქციების პერიოდში ადმინისტრაციულით დააჯარიმებს სასამართლო და ვისაც არ აქვს ასეთი ჯარიმის გადახდის საშუალება;
* იმ ადამიანების ფინანსური მხარდაჭერა, რომელთაც პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლებენ სახელმწიფო სამსახურებიდან.
გილაური შეთავაზებაა, რომ ფონდისთვის პლატფორმად გამოიყენონ რამდენიმე თვის წინ შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაცია Prosperity Georgia.