აქცია თბილისის მერიასთან

სოციალური ქსელი:
14 ივლისს თბილისში მორიგი ტრაგედია დატრიალდა. ვაგზლის მოედნის ტერიტორიაზე ავარიული შენობის ფასადი ჩამოინგრა რამაც 2 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 1 ადამიანი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
იმის მიუხედავად რომ მერიის სამსახურმა დიდი ხნით ადრე იცოდა ამ შენობის საფრთხის შესახებ, მაინც არ დაიცვა ის ზომები რაც გარემოვაჭრეებსა თუ მაცხოვრებლებს გადაარჩენდა.
თბილისში, ისევე როგორც მთელს ქვეყანაში არ ახალია სისტემების და სახელმწიფო სტრუქტურების გაუმართაობა, გულგრილობა, კორუფცია, რამაც წლების განმავლობაში არა-ერთი ჩვენგანი გააუბედურა, ბავშვები დააობლა, ოჯახები უსახლკაროდ დატოვა.
ასეთი შემთხვევების სიმრავლე როგორიცაა: ვაკის პარკის შადრევანში მომხდარი ტრაგედია, აფრიკის და თბილისის ზღვის ტერიტორიაზე სახლების დემონტაჟი, ვაშლიჯვრის გზაზე გაჩენილი ბზარი და ა.შ. გვარწმუნებს რომ გუშინდელი ტრაგედია არ არის უბედური შემთხვევა.
ეს არის კორუფციის, გულგრილობის, უპასუხისმგებლობისა და უცოდინრობის შედეგი.
თბილისის მერიის დანაშაულების პარალელურად კი, დეკემბრიდან მოყოლებული ვუყურებთ მერიის თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით წმენდას და პროფესიონალი კადრების მასობრივ გათავისუფლებას, მაშინ როცა ასეთების არსებობა თბილისის მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
რეპრესიული რეჟიმი, რომელიც ყოველდღიურად მკაცრდება და თავისუფალ მედიას თუ აზრის თავისუფალ გამოხატვას კრძალავს, ახლო მომავალში იქამდე მიგვიყვანს რომ ვერც კი გავიგებთ რა მოხდა ჩვენს ქალაქში, ვისი პასუხისმგებლობაა შენობის ჩამონგრევა? ნებისმიერი კრიტიკული აზრი და ფაქტი აღარ იქნება გაშუქებული.
მომხდარზე პასუხისმგებელია და თბილისის მერია.
აქცია 16 ივლისს, 20:00 საათზე, შარტავას ქუჩაზე, მერიასთან

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა „მთავარ არხზე“ – გამოძიება დაწყებულია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იურიდიული პირის კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე

ნუგზარ წიკლაური – „ლელო“ და გახარიას პარტია შეერთდნენ ივანიშვილის სახელით – დღეს გახარიასგან გასაოცარი განცხადება მოვისმინეთ, თან ამომრჩეველს მოუწოდებს, მივიდეს „დიდგორში“ – ეს ნაბიჯი უმძიმესი პოლიტიკური შეცდომაა