აქსიომად ექცათ რადიკალებს – როგორც კი ხელისუფლებაში გამოჩნდება პატრიოტი, წარმატებული პოლიტიკოსი, მყისიერად იწყებენ მასზე თავდასხმას

სანამ ერთ-ერთ წარმატებულ მინისტრს, საგარეო უწყების ხელმძღვანელს, მაკა ბოჭორიშვილს ე.წ. ძვირადღირებულ პიჯაკებზე უსინდისოდ გააკრიტიკებენ, ჯერ ჩახედონ მის საშემოსავლო დეკლარაციას, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ჩაცმულობასთან დაკავშირებით აგორებულ კამპანიას.
მისივე თქმით, აქსიომად ექცათ რადიკალებს – როგორც კი ხელისუფლებაში გამოჩნდება პატრიოტი, წარმატებული პოლიტიკოსი, მყისიერად იწყებენ მასზე თავდასხმას.
„სანამ ერთ-ერთ წარმატებულ მინისტრს, საგარეო უწყების ხელმძღვანელს, მაკა ბოჭორიშვილს ე.წ. ძვირადღირებულ პიჯაკებზე უსინდისოდ გააკრიტიკებენ, ჯერ ჩახედონ მის საშემოსავლო დეკლარაციას. აქსიომად ექცათ რადიკალებს – როგორც კი ხელისუფლებაში გამოჩნდება პატრიოტი, წარმატებული პოლიტიკოსი, მყისიერად იწყებენ მასზე თავდასხმას. პარალელურად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოპარულ მილიონებზე სააკაშვილის, უგულავას, კეზერაშვილის თუ სხვა ნაცავაზაკთა საქმეებს ვითომ აუბრალოებენ ის მოღალატეები, რომელთა გასამართლება არც ისე შორსაა ჰორიზონტზე“, – წერს გია აბაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მოქალაქეები საგამოძიებო კომისიაზე მოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ – “ჩემი ბიზნესი “ნაციონალურმა მოძრაობამ” წამართვა ხაზარაძე-ჯაფარიძისა და “თიბისი” ბანკის ხელით”, შესაბამისად, მათთან არსებობს კითხვები – თეა წულუკიანი

ვიღებთ კანონს, რომლითაც დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურების პირობები იქნება გაადვილებული, ასე რომ, ნურავის ექნება იმედი, რომ კორუფციაში ჩაერთვება, ფულს გაათეთრებს, სახელმწიფოს ან კერძო პირს დააზიანებს და ეს ფული შერჩება