“აურელიო, მომისმინე” – ბალოტელიმ დე ლაურენტისს მიმართა

მარიო ბალოტელიმ “ნაპოლის” პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს გუნდში მიწვევა სთხოვა.
34 წლის ფორვარდმა კინოპროდიუსერს Tv Play live-ს ეთერიდან მიმართა:
“აურელიო, მომისმინე, შეგიძლია იანვარში “ნაპოლიში” მომიწვიო, როგორც ოსიმენის შემცვლელი, გპირდები, მას იდეალურად შევცვლი და გოლებსაც გავიტან”.
შეგახსენებთ, ბალოტელი ამჟამად “ადანა დემირსპორის” ღირსებას იცავს, იტალიელმა მიმდინარე სეზონში თურქეთის სუპერლიგაში 5 მატჩი გამართა და თავი 3 გატანილი გოლით გამოიჩინა.