ასე გადაჰყავდათ ცხოველები გუშინ შვეიცარიაში მეწყრული ზონიდან (ვიდეო)

შვეიცარიის ალპებში ყინულის უზარმაზარი მონაკვეთი მოწყდა, რამაც მეწყერი გამოიწვია და ახლომდებარე სოფლების უმეტესი ნაწილი დაფარა. აღმოჩნდა, რომ მაისის დასაწყისში მოსახლეობა ამ სოფლებიდან ევაკუირებული იყო, ქვათაცვენის საშიშროების გამო.

დრონებით გადაღებულ მასალაში გამოჩნდა, თუ როგორ დაფარა ტალახის და ნიადაგის მასამ სოფელ ბლატენის დიდი მონაკვეთი და მიმდებარე ხეობის ტყიანი მხარე. მასალას ამ თემაზე და ინფორმაციას მეწყერის შესახებ The Guardian აქვეყნებს.

„ამ ეტაპზე, მხოლოდ, იმის თქმა შემიძლია, რომ სოფლის 90% განადგურებულია, კატასტროფა მოხდა ბლატენში“, – აცხადებს სამხრეთ ვალეს რეგიონის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სტეფან განცერი.

რეგიონული მთავრობის თქმით, ხეობიდან ყინულის მონაკვეთის მოწყვეტამ არამხოლოდ ბლატენი დააზარალა, არამედ მდინარე ლონზას კალაპოტიც დაფარა, რაც მასზე მდებარე კაშხლის ჩამოშლის შესაძლებლობასაც ზრდის.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი: რეპრესიების შეჩერება, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლება, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება და ღია დიალოგი არის ერთადერთი გზა კრიზისის მოგვარებისა და ევროკავშირის გზაზე დაბრუნებისთვის

ბერდია სიჭინავა – კობახიძემ ასე თუ გააგრძელა, ბრიუსელში მიწვევა კი არა, ცეკვის ანსამბლისთვის მოგვიწევს მისი გაყოლება – „ქართული ოცნება“ ყველაზე გაიძვერა, ფლიდ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა