არ შეიძლება, ქვეყანაში დაკანონდეს საბოტაჟი, შესაბამისად, ვფიქრობ, პარლამენტმა მიიღო უალტერნატივო გადაწყვეტილება ოპოზიციისთვის მანდატის შეწყვეტის თაობაზე

არ შეიძლება, ქვეყანაში დაკანონდეს საბოტაჟი, შესაბამისად, ვფიქრობ, პარლამენტმა მიიღო უალტერნატივო გადაწყვეტილება ოპოზიციისთვის მანდატის შეწყვეტის თაობაზე
ოპოზიციამ შეიტანა განაცხადი ჯერ კიდევ ნოემბერში მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით, მათ ჰქონდათ გარკვეული დრო, ჩვენ არ ავჩქარდით, დეკემბერშიც შეიძლებოდა ამ გადაწყვეტილების მიღება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დამატებით, დაახლოებით 2 თვე ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას იმისათვის, რომ გადაეხედათ საკუთარი გადაწყვეტილებისთვის.
„დღევანდელი დღე პოლიტიკური თვალსაზრისით არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა გავუსვა ასევე იმ გადაწყვეტილების მნიშვნელობას ხაზი, რომელიც იქნა მიღებული საპარლამენტო მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, ოპოზიციამ შეიტანა განაცხადი ჯერ კიდევ ნოემბერში მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
მათ ჰქონდათ გარკვეული დრო, ჩვენ არ ავჩქარდით, დეკემბერშიც შეიძლებოდა ამ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა დამატებით, დაახლოებით 2 თვე მივეცით რადიკალურ ოპოზიციას იმისათვის, რომ გადაეხედათ საკუთარი გადაწყვეტილებისთვის. უფრო სწორად, ეს დრო მივეცით, არა რადიკალურ ოპოზიციას, არამედ მათ პატრონებს, ე.წ. Deep State-ს, იგივე „გლობალურ ომის პარტიას“, თუმცა მათ არ შეცვალეს საკუთარი დამოკიდებულება და კვლავაც ძალაში დარჩა მათი გადაწყვეტილება პარლამენტში ოპოზიციის არშეყვანის თაობაზე.
ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, მმართველ გუნდს, პარლამენტს არ ჰქონდა არავითარი სხვა ალტერნატივა. არ შეიძლება ქვეყანაში დაკანონდეს საბოტაჟი, რაც ჩვენ ვიხილეთ 4 წლის წინ და რასაც ვხედავდით ასევე ამ საპარლამენტო ს შემდეგ. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ პარლამენტმა მიიღო უალტერნატივო გადაწყვეტილება მანდატის შეწყვეტის თაობაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ფსევდოლიბერალური იდეოლოგია ცდილობს მოდურ მოვლენად წარმოაჩინოს მარიხუანისა და ე.წ. კლუბური ნარკოტიკების მოხმარება – ჩვენი ვალია ჩვენი ქვეყნის წინაშე, მაქსიმალურად დავუპირისპირდეთ ფსევდოლიბერალურ დღის წესრიგს და დავიცვათ ჩვენი საზოგადოება

მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ, მნიშვნელოვანია, ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელებაზე სრული პასუხისმგებლობა აიღოს სახელმწიფომ

ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ სრულად აიკრძალება, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება