“არ უნდა გაგაბოროტოს საკუთარმა ტრაგედიამ… სულ გახსოვდეს, როცა შენი წილი ბედნიერება მთავრდება, უნდა იზრუნო სხვის წილ ბედნიერებაზე” – ნიკოლოზ წულუკიძის წერილი საკუთარ თავს – Marao

“არ უნდა გაგაბოროტოს საკუთარმა ტრაგედიამ… სულ გახსოვდეს, როცა შენი წილი ბედნიერება მთავრდება, უნდა იზრუნო სხვის წილ ბედნიერებაზე” – ნიკოლოზ წულუკიძის წერილი საკუთარ თავს – Marao
ბრენდი “გიგლსი” საახალწლო კამპანიის ფარგლებში, აქვეყნებს ნიკოლოზ წულუკიძის წერილს მომავლისთვის:
„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება საკუთარ თავს ვუსურვო, ალბათ არის ის, რომ არასდროს დაკარგო შენი თავის გარედან ყურების უნარი. შეძლო თვითშეფასება კონტექსტში, რათა ზუსტად იცოდე, რა ადგილი გაქვს იმ დროსა და სივრცეში, სადაც იმ წუთას ხარ. არ გაექცე და არ გაგაბოროტოს საკუთარმა ტრაგედიამ. სულ გახსოვდეს, როცა შენი წილი ბედნიერება მთავრდება, უნდა იზრუნო სხვის წილ ბედნიერებაზე. და მთავარი – იცხოვრო ისეთ საქართველოში, სადაც ადამიანებს ერთმანეთი ეყვარებათ და ადამიანის შესაფასებლად მთავარი ინდიკატორი გულწრფელობა და ღირსება იქნება. გილოცავ ახალ წელს!..“ – ნათქვამია წერილში.
თეატრმცოდნემ, ყველასთვის საყვარელმა ტელეწამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ, 2013 წელს იქორწინა. მისი რჩეული თეკლა კოსტავაა. წყვილს ქორწინებაში ორი შვილი, სესილია და კიტა შეეძინა, თუმცა რამდენიმე თვის წინ ნიკოლოზისა და თეკლას ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა, როცა მათი უმცროსი ვაჟი მაღალი სართულიდან გადმოვარდა და, სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ოჯახზე, კარიერასა და ცხოვრებაზე ნიკოლოზ წულუკიძემ გადაცემაში “ნიკოლოზის კითხვები” ისაუბრა:
„ჩემს ცხოვრებაში ცალმხრივი სერიოზული სიყვარული არ ყოფილა და რაღაც მოწონება შეიძლება იყო. თუ ვიგრძნობდი, რომ ცალმხრივობისთვის იყო განწირული, იმას შევეშვებოდი ხოლმე. სანამ დავოჯახდებოდი, არ მგონია, სერიოზულად მყვარებოდა ვინმე. იმ მომენტში, ყოველთვის გგონია, რომ ეს ნამდვილია, მაგრამ დრო რომ გადის და აფასებ, მერე ხვდები, რომ ასე არ არის. სიყვარული სითამამეა. მთავარია, შენს თავში მიხვდე, რომ მის გარეშე არ შეგიძლია სიცოცხლე და მერე ყველაფერს აკეთებ…
სულ ვცდილობ, ოჯახთან ერთად ვიყო, საზღვარგარეთაც მათთან ერთად დავდივარ. სესილია ყველგან დამყავს, მთელი საქართველო აქვს მოვლილი. სიმკაცრისთვის დედა არსებობს. სესილიასთან პირველი 10 წამის მანძილზე შემიძლია გავბრაზდე, მეთერთმეტე წამს მეც მეცინება და მასაც, ვერ ვარ მკაცრი…
სესილიამ “ჩემი ცოლის დაქალებში” მიიღო მონაწილეობა. მე არ მინდა, მსახიობი იყოს. ერთხელ ვკითხე, ვინ გინდა გამოხვიდე-მეთქი. მსახიობი არაო”, – ამბობდა ნიკოლოზ წულუკიძე.