“არ ვიცი, ვის რაში სჭირდება მსგავსი სიცრუის გავრცელება“- რას ამბობს ღარიბაშვილის შვილი

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ს შვილს -ის პენსილვანიის უნივერსიტეტმა სასწავლო დაწესებულების დატოვება მოსთხოვა, ნიკოლოზ ღარიბაშვილი ეხმიანება.

როგორც ნიკოლოზ ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბარში თქვა, ის საქართველოში ზამთრის არდადეგებზეა ჩამოსული, აშშ-ში სწავლას კი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

“ახლა ზამთრის შესვენება გვაქვს და გუშინ ჩამოვედი თბილისში ჩემს ოჯახთან 1 თვით, ისე როგორც შარშან ამ დროს ვიყავი ჩამოსული და ასევე, წელს ზაფხულის არდადეგებზე. არ ვიცი, ვის რაში სჭირდება მსგავსი სიცრუის გავრცელება. უნივერსიტეტში სწავლას ვაგრძელებ და როგორც კი ახალი სემესტრი დაიწყება, პენსილვანიაში გავემგზავრები, ყველას ვუსურვებ წარმატებებს“, – თქვა “იმედთან“ ნიკოლოზ ღარიბაშვილმა.

ცნობისათვის, დღეს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის შვილს აშშ-ის პენსილვანიის უნივერსიტეტში უთხრეს, რომ სასწავლო დაწესებულება დატოვოს. მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნიკოლოზ ღარიბაშვილმა უნივერსიტეტიდან საბუთები უკვე გადმოიტანა საქართველოში.

ასევე დაგაინტერესებთ

გაკოტრებული ოპოზიცია ფონს გასვლას, დეზინფორმაციის გავრცელებით ცდილობს, დღეს ახალი ფეიკი გაავრცელეს, თითქოს მიშა მესხი პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მრჩევლად დაინიშნა. მიშა მესხის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნა მოკლე ფეხებიანიტყუილია

მიშა მესხი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე იყო მიწვეული , წამსვე ლიბერდებილების მხედველობის ქვეშ მოექცა და ფეიკს ფეიკზე უგონებენ- ეს ხომ ერთდღიანი ტყუილია, რომლის შემოწმებასაც წუთიც არ სჭირდება