“არ დამიცვა სახელმწიფომ, დამიცვა არასამთავრობომ” – პოლიციელის მიერ მოკლული 19 წლის ქალის დედა

პოლიციელი ქმრის მიერ მოკლული 19 წლის ქალის, სალომე ჯორბენაძის დედა რუსული კანონის საწინააღმდეგო პოსტს აქვეყნებს.
ფატი ჭეიშვილი წერს, რომ მისი შვილი სახელმწიფო უწყებებმა ვერ დაიცვეს, მკვლელობის შემდეგ კი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მისი ინტერესები არასამთავრობო ორგანიზაციებმა – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია), საფარმა და ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ევროპულმა ცენტრმა (EHRAC) დაიცვეს.
ფატი ჭეიშვილი სოციალურ ქსელში მოკლული შვილის ფოტოებს აქვეყნებს და წერს:
“მე ვარ 19 წლის ქალი, დედა, რომელიც გარდავიცვალე პოლიციელის იარაღიდან გასროლილი 5 ტყვიით. არ დამიცვა -მ, პროკურატურამ, გენ. ინსექციამ და ჩემი დაუცველობისთვის სახელმწიფოს მოეთხოვა პასუხი სტრასბურგში. მე დამიცვა GYLA-მ [საია], EHRAC-მა და Sapari-მ – არასამთავრობო ორგანიზაციებმა. საია დღემდე მიცავს. ის დაგიცავს შენც. არა რუსულ კანონს”.
ფატი ჭეიშვილის წერილი დღეს პარლამენტში შს მინისტრის ინტერპელაციის დროს წაიკითხა “ლელოს” დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელი სერგი საცერაძე ყოფილი მეუღლის, სალომე ჯორბენაძის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ სცნო და სასჯელის სახედ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
მკვლელობა 2014 წლის 25 ივლისს ზესტაფონის პარკში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა, 25 წლის სერგი საცერაძემ ყოფილი მეუღლე სამსახურეობრივი იარაღიდან 5 გასროლით მოკლა.
შემთხვევამდე, ჯორბენაძე რამდენჯერმე დაუკავშირდა ზესტაფონის პოლიციას, რეკავდა პროკურატურის ცხელ ხაზზე, – შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ოფისში. სალომე ყოფილი მეუღლისგან ითხოვდა დაცვას, თუმცა გამოძიება ამ საქმეზე არასდროს დაწყებულა.
ევროპულმა სასამართლომ პოლიციელის მიერ ჩადენილ ს საქმეზე დარღვევა დაადგინა. ევროპულმა სასამართლომ საქმეზე სიცოცხლის უფლების (ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი) და დისკრიმინაციისგან დაცვის (ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი) უფლების დარღვევა დაადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

უზრა ზეია – აშშ სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით და მმართველ პარტიაში ზოგიერთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციით – ეს მხოლოდ ჩვენი მოწინააღმდეგეების ინტერესებს ემსახურება

ირაკლი კობახიძე – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან საინტერესო საუბარი მქონდა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების დინამიკაზე – ხაზი გავუსვით ორმხრივი პარტნიორობის განახლების და გაუმჯობესების აუცილებლობას