“არ გვჭირდებოდა, ჩვენი ქვეყნის სახელით თამაში უნდოდა და ნაწყენი იქნება” – უკრაინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა წიტაიშვილის შესახებ ისაუბრა

“არ გვჭირდებოდა, ჩვენი ქვეყნის სახელით თამაში უნდოდა და ნაწყენი იქნება” – უკრაინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა წიტაიშვილის შესახებ ისაუბრა
უკრაინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ალექსანდრ კუჩერმა საქართველოს ნაკრების წევრ გიორგი წიტაიშვილის შესახებ ისაუბრა.
მოგეხსენებათ, ჩვენებური ჯერ კიდევ ს “დინამოს” საკუთრებაა და იჯარით სეგუნდა დივიზიონის ბინადარ “გრანადაში” ირჯება. წიტაიშვილი უკრაინის 21-წლამდელთა ნაკრებში ასპარეზობდა და თუ კუჩერს დავუჯერებთ, გამოძახებას ეროვნული ნაკრებიდან ელოდებოდა, მაგრამ ამას ვერ მიაღწია და საქართველოს სახელით თამაში გადაწყვიტა.
“როგორც ყოველი ფეხბურთელი, რომელიც ნაკრებში თამაშობს, სთან დაპირისპირებაში წიტაიშვილიც ძალიან მოტივირებული იქნება.
ფეხბურთელებს ასეთი თვისება აქვთ – რომელ ქვეყანაშიც თამაშობდა, იმ ქვეყნის წინააღმდეგ მატჩში შეეცდება, რომ თავისი შესაძლებლობების 100% აჩვენოს.
გიო
განსაკუთრებულად მოტივირებული იქნება და მას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს, ის შეეცდება თავი ძალიან გამოიჩინოს.
განაწყენებულია თუ არა ის უკრაინაზე? – ამის შესახებ მას უნდა შეეკითხოთ, მაგრამ ჩემი აზრით, წყენა ჯერ კიდევ რჩება. ის უკრაინის ეროვნული ნაკრებიდან გამოძახებას ელოდებოდა, ეს ვერ მიიღო და ამიტომ საქართველოს სახელით თამაში გადაწყვიტა.
ვფიქრობ, წიტაიშვილი არც გვჭირდებოდა, ჩვენ გვყავს ნაზარენკო და ჰუცულიაკი, რომლებსაც შეუძლიათ კარგად წარმოადგინონ ჩვენი ეროვნული ნაკრები”, – ციტირებს კუჩერს უკრაინული NV.