არჩილ ჩიქოვანმა ბათუმის მერის თანამდებობა დატოვა

არჩილ ჩიქოვანმა ს მერის თანამდებობა დატოვა
არჩილ ჩიქოვანმა ბათუმის მერის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:
“მივიღე გადაწყვეტილება ბათუმის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ. ქალაქის ხელმძღვანელად ყოფნა იყო დიდი პატივი და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. მინდა მადლობა გადავუხადო ბათუმელებს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის, მადლობა იმ გუნდს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქართული ოცნების დიდ ოჯახს და, რა თქმა უნდა, ვრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად.”- წერს ჩიქოვანი.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე აღნიშნავს, რომ მას არ აინტერესებს ჩხოროწყუში მიმდინარე პროცესები და ჩხოროწყუელების ინტერესები- დარწმუნებული ვარ, ჩხოროწყუელი და ქართული საზოგადოება საკადრის პასუხს გაგცემთ არჩევნებზე