არჩილ მუსელიანცი, რომელსაც 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, სტუდენტი გახდა

აქ­ცი­ე­ბის დროს და­კა­ვე­ბუ­ლი არ­ჩილ მუ­სე­ლი­ან­ცი, რო­მელ­საც დღეს, 22 აგ­ვის­ტოს 4 წლით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს, სტუ­დენ­ტი გახ­და. მან ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი ცი­ხე­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში ჩა­ა­ბა­რა.
არ­ჩილ მუ­სე­ლი­ან­ცი სა­მარ­თალს შე­ის­წავ­ლის.
დღეს, 22 აგ­ვის­ტოს, მის­მა ად­ვო­კატ­მა სა­სა­მარ­თლოს აც­ნო­ბა არ­ჩილ მუ­სე­ლი­ან­ცის სტუ­დენ­ტო­ბის შე­სა­ხებ.
ჯერ კი­დევ აგ­ვის­ტოს და­სა­წყის­ში მის­მა დე­დო­ბილ­მა ცარო ოსიყ­მაშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა:
“ჩვენ­მა ჭკვი­ან­მა და ნი­ჭი­ერ­მა ბიჭ­მა, არ­ჩილ მუ­სე­ლი­ან­ცმა, რო­მე­ლიც გა­მო­კე­ტა ბი­ძი­ნამ, ცი­ხე­ში, მომ­ზა­დე­ბის გა­რე­შე, სტრე­სულ გა­რე­მო­ში ჩა­ა­ბა­რა ხუ­თი­ვე გა­მოც­და, ხუ­თი­ვე წარ­მა­ტე­ბით და გახ­და სტუ­დენ­ტი”.
ამ­ჯე­რად კი აქ­ვეყ­ნებს ჩა­რი­ცხვის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, არ­ჩი­ლი ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შე­ის­წავ­ლის სა­მარ­თალს.
“ვუ­ლო­ცავ არ­ჩილ მუ­სე­ლი­ანცს სტუ­დენ­ტო­ბას, ვუ­სურ­ვებ ყვე­ლა ოც­ნე­ბა აუს­რულ­დეს!” – წერს ქალ­ბა­ტო­ნი ცარო.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – ნიკოლოზ ქრისტესიაშვილი მეუღლის მკვლელობაში თავს დამნაშავედ ცნობს – ქალს დაზიანებები უმეტესად სახის არეში აქვს მიყენებული, არის ვარაუდი, რომ ბრალდებული ძალადობას ხელით ახორციელებდა, რადგან მას ხელი აქვს დაზიანებული