“არჩევნებს ტელეფონებით ჩავატარებთ სექტემბერში… პროგრამები მალე იქნება უკვე მზად” – ბურჭულაძე

დღეს შევხვდი პოლიტიკურ პარტიებს და ყველამ აიტაცა იდეა, ყველას უნდა, რომ ჩავატაროთ სექტემბერში , როგორც თვითმმართველობის, ისე საპარლამენტო. გახარიასაც შევხვდი, პირადად ბატონ გიორგის, საც, 4 ნომერსაც, 5 ნომერსაც, ყველას შევხვდი. გახარიამ ერთი რამ თქვა, რომ შეიძლება მე მონაწილეობა ვერ მივიღოო გარკვეული მიზეზების გამო ამაში, მაგრამ თუ დაინიშნა არჩევნები სექტემბერში, აუცილებლად მივიღებ მონაწილეობასო.
ეს აზრი გუშინ წინ საღამოს წარმოიშვა, გუშინვე დავდე ჩემს „ფეისბუქზე“ და უკვე 800 გაზიარება აქვს, ძალიან ბევრი მოწონება აქვს და ხალხმა აიტაცა ეს აზრი. ჩვენ მთავრობას რომ ვთხოვთ, დაგვინიშნე ახალი არჩევნები, როგორ უნდა დაგვინიშნოს? – ის არ არის ლეგიტიმური. აბსოლუტურად არ აქვს ლეგიტიმაცია, არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. უფლებაც არ აქვს, რომ დანიშნოს არჩევნები, დამიჯერეთ. ვკითხეთ, ვინც ერკვევა კონსტიტუციაში და მათ უფრო ნაკლები ლეგიტიმაცია აქვთ, ვიდრე ჩვენ ხალხს. დღეს მათ კანონი არ ეკუთვნით, ეს ყველაფერი არის არალეგიტიმური.
კონსტიტუციით საქართველოში ხალხს ეკუთვნის ძალაუფლება. საზღვარგარეთი როგორც ცნობს, ჩვენ ახლა გვყავს ლეგიტიმური პრეზიდენტი, როგორც ამერიკელები და ევროპელები ამბობენ და ეს არის . ამ დროს ჯერ კიდევ გაუქმებული არ არის პირველი უზენაესი საბჭო, რომელიც ზვიადის დროს იყო და ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობას, მათაც აქვთ უფლება დანიშნონ საპარლამენტო არჩევნები. არჩევნები ჩატარდება ელექტრონულად, ტელეფონებით ჩავატარებთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ეს პროგრამები უკვე მალე იქნება მზად. შევეცდები აგიხსნათ, გაქვს ტელეფონი, ამ ტელეფონით ფიქსირდებით ამომრჩეველთა სიაში. როცა მოვა არჩევნები, არჩევნების დროს ჩაირთვება ფანჯარა, სადაც შეგყავს შენი პერსონალური მონაცემები და აჭერ რომელ პარტიას გინდა მიცე ხმა. სახლიდან გამოუსვლელად შეიძლება ჩატარდეს ეს არჩევნები. რაც მთავარია, ასობით ათასი ჩვენი ემიგრანტი მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. ტელეფონით გაყალბების შანსი აბსოლუტურად არ არის. იქნება სპეციალური საიტი, რომელიც შემოწმდება საზღვარგარეთიდან, მივიღებთ დასტურს, რომ იქნება 100%-იანი გარანტია. რაც მთავარია ტელეფონი არ გაჟონავს.