,,არჩევნები და ყარტა-ყურტა ოპოზიცია“ – ნანა კაკაბაძე

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს:
,,არჩევნები და ყარტა-ყურტა ოპოზიცია
ქართული ოპოზიცია ცდილობს მობილიზებას, გაღმა-გამოღმა და წაღმა-უკუღმა გაჰკივის, ბიძინა და მისი გუნდი ქვეყნის მოღალატეები არიან, ს ჭაობში მიგვათრევენ, ვინც მაგათ აირჩევთ, მოღალატეები იქნებით, მარტო ჩვენა ვართ ქვეყნის მოჭირნახულეებიც, გულშემატკივრებიც და გადამრჩენელებიცო.
არადა, არავის სჯერა მათი. 30 წელზე მეტია, ერთი და იგივე „პლასტინკას“ ატრიალებენ. ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებში და ჰაერში ნასროლ დაპირებებში, დაზუსტებით მხოლოდ იმის გაგებაა შესაძლებელი, რომ ხელისუფლებაში მოსასვლელად ყველაფერზე მიდიან- ტყუილი, ცილისწამება, ლანძღვა-გინება, გამყიდველობა, ღალატი, თაღლითობა და მრავალი სხვა უკეთურობები მათი ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი მახასიათებლებია.
ბედკრული ოპოზიციისთვის მთავარი და ერთადერთი დარტყმის სამიზნე მხოლოდ ა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან უკვე მე-13 წელია, რაც ამ კაცმა ქართულ პოლიტიკაში ჩართვის განაცხადი გააკეთა და მას შემდეგ ყველა რაუნდი მოუგო მკვეხარა, ბაქი-ბუქა და წაშლა-განადგურების რეჟიმში მყოფ თაღლით ოპოზიციას. ჯერ იყო და ბეჭებზე დადო სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი, მერე მრავალჯერ პირწმინდად მოუგო ამ ძალად მაცხონეებს ყველა არჩევნები – საპარლამენტოც, საპრეზიდენტოც, ადგილობრივიც და ქალაქების მერებისაც, მათ შორის, მოიგო სამართლებრივი დავები.
საერთაშორისო სასამართლო დავები მოუგო არა მხოლოდ შიდა ოპოზიციას, არამედ რუსეთის ფედერაციასაც. ასეთივე წარმატებით პირადი ფინანსური დავები მოუგო მსოფლიო დონის საბანკო დაწესებულებებს, რომლებსაც საერთაშორისო სასამართლოებმა დაავალეს ივანიშვილის სასარგებლოდ უკანონოდ დაბლოკილი მილიარდ დოლარამდე თანხის დაბრუნება.
მას შემდეგ, რაც ბიძინა საჯარო პოლიტიკაშია, წაუგებელ სვლებს აკეთებს. წყალწაღებული ოპოზიცია კი მუდამ მარცხდება. რა გზებს არ მიმართავენ ეს გლახის ნაამბობი ოპოზიციონერები, მაგრამ შედეგი მუდამ იგივეა, რადგან ბიძინა საქმეს აკეთებს, ხოლო ხელმოცარული ოპოზიციონერები მხოლოდ ლაპარაკობენ, ლაპარაკობენ და ლაპარაკობენ. ოპოზიციის სერიოზული პრობლემა იმაშიცაა, რომ ლაყბობა-ლაპარაკითაც რეალურს ვერაფერს სთავაზობენ მოქალაქეებს. ოპოზიციას გაფუჭებული გრამაფონივით ჩახვეული აქვს, ბიძინას ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავსო, ხალხი კი ხედავს, რომ ბიძინას პოლიტიკით საქართველო დღეს უკვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, ისინი გულზე მჯიღს ირტყამენ, ჩვენი არჩევის შემთხვევაში ბიუჯეტს, პენსიებს, ხელფასებს და სამუშაო ადგილებს გავზრდითო, ასტრონომიულ ციფრებსაც ასახელებენ, მაგრამ ხალხი ხედავს, ბიძინას პოლიტიკით ეს ყველაფერი დღეს მართლაც იზრდება არა სიტყვებით და ყალბი დაპირებებით, არამედ რეალურად და ხელშესახებად. ისინი აცხადებენ, რომ ბიძინას ხელში საქართველო დაიქცა, საერთაშორისო ავტორიტეტი დაკარგა და რუსეთის დანამატად იქცა, ხალხი კი ხედავს, რომ სწორედ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებში საქართველო ევროკავშირისა და ნატოს წევრ ბევრ ქვეყანასაც კი უსწრებს.
ხალხი ქვეყანაში არსებულ ობიექტურ პრობლემებსაც ხედავს, მაგრამ უკვე კარგად არჩევს, ვის შეუძლია მათი მოგვარება რეალურად და ვის შეუძლია მხოლოდ ლაყბობა…
ქვეყნის დაზიანებაზე ორიენტირებული დღევანდელი ოპოზიცია ორ ძირითად ნაწილად იყოფა – ძველებად და ახლებად. „ძველ ოპოზიციაში“ მოიაზრებიან „იდეური, ანუ მამალი“ ნაცები (ამ კატეგორიაში მეგი გოცირიძისა და სოფო ჯაფარიძის მსგავსი ბევრი ქალიც შედის), „სისხლიანი“ ნაცები (მერაბიშვილ-კეზერაშვილ-ახალაია-მეგისქარდავა-შაშკინ-ცისკარიშვილ-ბარამიძის კატეგორიის ხალხი), „თეთრხელთათმანიანი“ ნაცები (გვარამია-ბოკერია-მელია-დეკანოიძე-სამადაშვილის კატეგორიის ხალხი) და „ვითომ არანაცები“ (ხაზარაძე-ჯაფარიძე-ანანაცვლიშვილი-გახარია-ნათელაშვილი და მათი მსგავსნი).
„ახალ ოპოზიციაში“ შედის ყველა, ვინც თავის დროზე ბიძინას მხარდაჭერით მოიპოვა სახელი, ავტორიტეტი, თანამდებობები და სავარაუდოდ, ქონებებიც, მაგრამ შემდეგ, საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულად შეფასების გამო დატოვეს ან იძულებით დაატოვებინეს ბიძინას გუნდი და დღეს ძველი ნაცები მათ ყოველდღიურად იყენებენ საკუთარ ტელევიზიებში ბიძინას სალანძღავად, ისინი კი შეგნებულად და სიამოვნებითაც კი აყენებინებენ თავს ძველ ნაცებს იმ იმედით, რომ იქნებ მათ რომელიმე საარჩევნო სიაში დაიმსახურონ ადგილი. ამათ პირობითად „ღამურებს“ დავარქმევდით, რომლებმაც იუკადრისეს „ქოცობა“, მთლად „განაცებაც“ ვერ მოახერხეს და გადაიქცნენ პოლიტიკურ ღამურებად.
ამას წინათ მ ყოფილ „ოცნებისტებს“, ანუ კოლეგა „ღამურებს“ შესთავაზა, მოდი, ჩვენ შევქმნათ საარჩევნო გაერთიანებაო, მაგრამ ამას გაგრძელება აღარ მოჰყოლია. ალბათ იმიტომ, რომ წარმოიდგინეს, თუ რა უპერსპექტივო შეიძლებოდა ყოფილიყო ის საარჩევნო გაერთიანება, რომელშიც შევიდოდნენ: თვითონ ეკა და გედევანი, გუბაზი, თაკო და ლევან გოგიჩაიშვილი, თამარ კორძაია და ანი მიროტაძე, დათო ბერძენიშვილი და ხათუნა სამნიძე, არმაზ ახვლედიანი და , პაატა ზაქარეიშვილი და დათო უსუფაშვილი, მურმან დუმბაძე და დათო ზურაბიშვილი, და (ხიდაშელს ხალხმა „ტაივანჩიკი“ შეარქვა, ტაივანიდან მიღებული დაფინანსების გამო) და ა. შ. და ა. შ.
მოკლედ, ეს ჩვენი ხარა-ხურა ოპოზიცია ხან აქეთ ეცემა, ხან იქით, ხან დაჯგუფდება, ხან დაიშლება და მერე ისევ სხვანაირად გადალაგდებიან, მაგრამ კრილოვის იგავისა არ იყოს, „როგორც არ უნდა განლაგდნენ, შელაგდნენ თუ გამოლაგდნენ ისინი მუსიკოსებად (ამ შემთხვევაში, პოლიტიკოსებად) არ ვარგიან“. რაც მთავარია, ამ ეტაპზე არ ჩანს და არჩევნებამდე ვერც გამოჩნდება ძალა, რომელიც რეალურ კონკურენციას გაუწევს ქართულ ოცნებას. ამის მიზეზი კი ოპოზიციურ ფლანგზე ზემოთ ჩამოთვლილი სხვადასხვა კატეგორიის ადამიანების დომინირებაა. ეს ფაქტი ქვეყნის განვითარებისთვის კარგი არ არის, მაგრამ ასეთი სიტუაციის შექმნა არა იმდენად ხელისუფლების სიძლიერის ბრალია, რამდენადაც ყარტა-ყურტა, მოღალატე ოპოზიციისა.”

ასევე დაგაინტერესებთ

“შესაძლებლობა რომ მქონდეს, „ოცნების“ ლიდერს ვკითხავდი – სურს კი, რომ მთელი მისი ქველმოქმედება რუსულ სპეცოპერაციას დაემსგავსოს, დაახლოებით ისეთს, როგორითაც რუსები უკრაინაში შეჭრისათვის ემზადებოდნენ?”