არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა: უსამართლობა არასდროს დარჩება მხოლოდ სხვების პრობლემად — ის ყველას ეხება, ბოლოს კი თავისივე მსახურებსაც შთანთქავს

“იყო ძალადობა, იყო გაბრაზება.
ახლა კი უფრო მეტი ძალადობაა — ბრუტალური მეთოდებით ბრძოლა, უსამართლო “სასამართლოს” მიერ გამოტანილი წარმოუდგენელი ჯარიმები, შიში, რომელიც ჩრდილივით გაბატონებულა.
ეს სურთ მათაც.
ყველა ხვდება ამას, მაგრამ დუმს.
ხვდებიან თვით ძალადობისა და უსამართლობის მომხრეებიც — იძულებით ქილიკებენ, ტაშს უკრავენ, მაგრამ ადრე თუ გვიან, ეს ბოროტი მანქანა მათაც სადღაც გასრისავს.
უსამართლობა არასდროს დარჩება მხოლოდ სხვების პრობლემად — ის ყველას ეხება, ბოლოს კი თავისივე მსახურებსაც შთანთქავს.
ეს ისტორია არ არის ახალი.
მაგრამ ვინც წარსულს არ იცნობს, მის განმეორებას ვერ შეამჩნევს.
და მაინც, ყველაზე რთული მაშინ და ახლაც ესაა — დარჩე ადამიანად, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ადამიანობის კრიზისში.
მ.ი.ჯ.” – წერს სოციალურ ქსელში არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – თუ გინდა, რეჟიმს მოუგო, შენი თამაშის წესებით უნდა ეთამაშო – ოპოზიცია კამპანიას უნდა ვაწარმოებდეთ, რომ არჩევნებზე ოპოზიციური ამომრჩეველი არ მივიდეს, „ოცნებას“ ისე უნდა გაუჭირდეს ამომრჩევლის მიყვანა, რომ ავტობუსებით დაორგანიზება დასჭირდეს