ამერიკული კინოს ლეგენდა და Sundance-ის კინოფესტივალის დამფუძნებელი, რობერტ რედფორდი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თითქმის 60 წლიანი სამსახიობო კარიერის განმავლობაში, რედფორდმა არაერთი გამორჩეული ფილმი აჩუქა მაყურებელს, მათ შორის ყველაზე პოპულარული – Butch Cassidy and The Sundance Kid (1969), The Sting (1973) და All the President’s Men (1976)
რედფორდმა 1981 წელს, მისი პირველი სარეჟისურო დებიუტით, “ჩვეულებრივი ხალხი (1980)” კინოაკადემიის ჯილდო მოიპოვა საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში.
რედფორდის წარმომადგენლის, სინდი ბერგერის თქმით, მსახიობი იუტაში, ოჯახის გარემოცვაში გარდაიცვალა.
ცნობისთვის, 1988 წელს რობერტ რედფორდი საქართველოს ეწვია.